ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომისთვის ჩასარიცხ კანდიდატთა სია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ჩასარიცხ კანდიდატთა სია.

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ ძირითად კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2018 წლის 1 ივნისს, H 118 ოთახში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5) 

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ორიგინალი);

დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 65 score); IELTS (მინიმუმ 5.5); მინიმუმ FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი (ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი), ხოლო თუ კანდიდატს ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

 

ბანერები