ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები ზეპირი გამოცდის შედეგები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე  2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სადოქტორო პროგრამებზე გამოცხადებული მიღების ფარგლებში ზეპირი გამოცდის შედეგები იხილეთ  აქ.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ შეუძლია წარმოადგინოს 2021 წლის 12 თებერვალს, 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

სააპელაციო კომისიის მიერ ზეპირი გამოცდის შედეგების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვა გაიმართება 2021 წლის 15 თებერვალს.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ასევე სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია გამოქვეყნდება 2021 წლის 17 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი

ნანა რეხვიაშვილი

ელ.ფოსტა : sciences_medicine@iliauni.edu.ge

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები