ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი – სადოქტორო პროგრამებზე მიღება

ახალი ამბები

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე :

1.ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა "მედიცინა” -  6 ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების  წინაპირობა:

დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია.

მიღების პროცედურის დოკუმენტები:


2. ფიზიკა და ასტრონომია -  2 ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების  წინაპირობა:

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფიზიკაში ან შემდეგ დეტალურ სფეროებში: მათემატიკა, კომპიუტერულ მეცნიერებები, ბიოლოგიური და მისი მონათესავე მეცნიერებები, ქიმიური მეცნიერებები, ასევე ინჟინერიის სხვადასხვა დარგებში (მაგ., ელექტრობა და ენერგია; ელექტრონიკა და ავტომატიზაცია; ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდები; ინჟინერია და საინჟინრო საქმე – არაკლასიფიცირებული).

მიღების პროცედურის დოკუმენტები:


3. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები - 5 ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების  წინაპირობა:

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში, გეოლოგიაში, გეოგრაფიაში, გეოფიზიკაში ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ნებისმიერ დეტალურ სფეროში, ასევე, მათემატიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, სამთო საქმესა და გეოლოგიის მენეჯმენტში, არქეოლოგიაში, ინჟინერიის ისეთ დეტალურ სფეროში როგორიცაა, გარემოს დაცვის ტექნოლოგია, სამთო საქმე და მოპოვება, ინჟინერია და საინჟინრო საქმე - არაკლასიფიცირებული, საინჟინრო ფიზიკა, საინჟინრო გეოდეზია და გეოინფორმატიკა;

მიღების პროცედურის დოკუმენტები:


4. საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ინგლისურენოვანი) - 5 ვაკანტური ადგილი 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, მედიცინის სფეროს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და მენეჯმენტის დარგში მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სავალდებულოა ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, რომელიც დასტურდება დამსაქმებლის/უშუალო უფროსის სარეკომენდაციო წერილით.

მიღების პროცედურის დოკუმენტები:


5. მოლეკულური ბიოლოგია და ნეირომეცნიერებები - 5 ვაკანტური ადგილი (მოლეკულური ბიოლოგია 2, ნეირომეცნიერებები 3)

პროგრამაზე დაშვების  წინაპირობა:

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიოლოგიურ და მასთან დაკავშირებული მეცნიერებებში, ჯანდაცვის სფეროში, ფსიქოლოგიის სფეროში.

მიღების პროცედურის  დოკუმენტები:


6.ბიოქიმია და მოლეკულური ბიოტექნოლოგია3 ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების  წინაპირობა:

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიოლოგიურ და მასთან დაკავშირებულ მეცნიერებებში ან ჯანდაცვის სფეროში.

მიღების პროცედურის დოკუმენტები:


7. ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა "ეკოლოგია „6 ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შემდეგი მიმართულებებით: ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები; გარემო; დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ინტერდისციპლინური).

მიღების პროცედურის დოკუმენტები:


ასევე, სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობები შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის აღწერებში, რომელიც განთავსებულია შემდეგ  ბმულზე: https://bit.ly/3EFyv6h

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2022 წლის 10 იანვრიდან 20 იანვრის   ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ელექტრონულ მისამართზე application_se@iliauni.edu.ge.

მნიშვნელოვანია! დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა აღნიშნული საბუთები უნდა გამოაგზავნონ ერთ დოკუმენტად აკინძულ PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საბუთების პაკეტი უნდა გამოაგზავნოთ მხოლოდ ერთხელ. მიღებას დაგიდასტურებთ ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

გამოსაგზავნი საბუთები:

ა. დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო  ფორმა (ფორმა იხილეთ აქ);

ბ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ.  3X4 ფოტოსურათის ელ. ვერსია;

დ. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი. თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის უნდა გამოგზავნონ ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, სადაც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი * . 5 წლიანი განათლების დიპლომი ან უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;  

ე. ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი; ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი** (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ვ.  ავტობიოგრაფია (CV);

ზ. ხელმოწერილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი (დანართი № 1 იხ.ზემოთ  თქვენი სასურველი  პროგრამის დოკუმენტების ჩამონათვალში);

თ.  პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი თანხმობის ფორმა (დანართი № 2 იხ.ზემოთ  თქვენი სასურველი  პროგრამის დოკუმენტების ჩამონათვალში);

ი. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის)

კ. საზოგადოებრივი ჯანდავის პროგრამის აპლიკანტებისთვის - სავალდებულოა გამოგზავნონ დამსაქმებლის/უშუალო უფროსის სარეკომენდაციო წერილი, რომლითაც დადასტურდება ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

*თითოეული სადოქტორო პროგრამის მიღების წინაპირობაში განსაზღვრულია შესაბამისი მიმართულება ან დარგი/სპეციალობა, რომელშიც პროგრამაზე ჩაბარების მსურველს უნდა ჰქონდეს მოპოვებული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 

**უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.

ინგლისური ენის გამოცდისგან განთავისუფლდებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ:

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 75 score); IELTS (მინიმუმ 5); მინიმუმ FCE; მინიმუმ BEC Vantage; PTE (მინიმუმ General level 3); PTE Academic (მინიმუმ 59p); მინიმუმ Michigan ECCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ შესაბამის ვალიდურ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვან საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

_____________________________________________________________________________________________

მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში.

კანდიდატებს, რომლებმაც უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, ჩაუტარდებათ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში. გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 22 იანვარს და 26 იანვარს  (გამოცდის განრიგი განთავსდება ვებსაიტზე და გამოიგზავნება აპლიკანტის ელ. ფოსტაზე 21 იანვარს).

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი  კანდიდატებისათვის გამოცდები გაიმართება დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმა Zoom - ის  გამოყენებით. ელ. პლატფორმის გადმოწერაზე, შესაბამისი ტექნიკური (აუდიო და ვიდეო) პარამეტრების გამართვაზე ასევე, მის სივრცეში უწყვეტი  ინტერნეტ კავშირის უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებლია  დოქტორანტობის კანდიდატი. გთხოვთ, წინასწარ გადაამოწმოთ  გამოცდის დისტანციურად ჩაბარებისთვის მზაობა. სავალდებულოა გამოცდის დროს ხელთ იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას დისტანციურ რეჟიმში.

 ინგლისურ ენაში საგამოცდო ტესტის ნიმუში,, მოკლე აღწერა 

ინგლისური ენაში გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 27 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2022 წლის 28 იანვარს. 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2022 წლის 1 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

_____________________________________________________________________________________________

მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია. სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ) (შეფასდება დანართი №3-ის შესაბამისად,  იხ.ზემოთ  თქვენი სასურველი  პროგრამის დოკუმენტების ჩამონათვალში);

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2022 წლის 4 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევითი განაცხადის  შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2022 წლის 7 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2022 წლის 9 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

_____________________________________________________________________________________________

მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და  მათი სადოქტორო კვლევითი განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით,  ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე  (დანართი № 4  იხ.ზემოთ  თქვენი სასურველი პროგრამის დოკუმენტების ჩამონათვალში);

ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კუნკურსს.

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულათა ჯამით.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი კანდიდატებისათვის გამოცდები გაიმართება დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმა Zoom - ის  გამოყენებით. ელ. პლატფორმის გადმოწერაზე, შესაბამისი ტექნიკური (აუდიო და ვიდეო) პარამეტრების გამართვაზე, ასევე მის  სივრცეში უწყვეტი  ინტერნეტ კავშირის უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებლია  დოქტორანტობის  კანდიდატი. გთხოვთ, წინასწარ გადაამოწმოთ  გამოცდის დისტანციურად ჩაბარებისთვის მზაობა. სავალდებულოა გამოცდის დროს ხელთ იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას დისტანციურ რეჟიმში.

ზეპირი გამოცდა ჩატარდება დარგობრივი კომისიის წინაშე 2022 წლის  11 / 02 დან – 16 / 02  ჩათვლით ინტერვალში. ზუსტი  ინფორმაცია გამოცდის განრიგის და გამოცდის ბმული  განთავსდება ვებსაიტზე და გამოიგზავნება თქვენს ელ ფოსტაზე 10 თებერვლისთვის).

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 17 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე პირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2022 წლის 18 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

სააპელაციო კომისიის მიერ ზეპირი გამოცდის შედეგების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვა გაიმართება  2022 წლის 21 თებერვალს.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ასევე  სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია, გამოქვეყნდება 2022 წლის 23 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

სადოქტორო პროგრამაზე მიღებისთვის, კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განახცადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულათა ჯამით.

_____________________________________________________________________________________________

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ ძირითად კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2022 წლის 24 და 25 თებერვალს, H 118 ოთახში 10:00-დან 18:00 საათამდე (შემოსვლა შესაძლებელია ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, H კორპუსი).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან  იმ შემთხვევში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა-მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ორიგინალი).

დ) თუ კანდიდატს ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

რომელიმე ქვემოთმოყვანილი სერტიფიკატის  არსებობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი :

ე)ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 75 score); IELTS (მინიმუმ 5); მინიმუმ FCE; მინიმუმ BEC Vantage; PTE (მინიმუმ General level 3); PTE Academic (მინიმუმ 59p); მინიმუმ Michigan ECCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ შესაბამის ვალიდურ სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზეს)

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ზ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

თ) საზოგადოებრივი ჯანდავის პროგრამის აპლიკანტებისთვის - სავალდებულოა წარმოადგინონ დამსაქმებლის/უშუალო უფროსის სარეკომენდაციო წერილის დედანი, რომლითაც დასტურდება ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

სადოქტორო საფეხურზე მიღებასთან დაკავშირებული კონკურსანტების პირადი ინფორმაცია (კონკურსანტების შეფასებები და  საიდენტიფიკაციო კოდი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული იქნება 2022 წლის მარტის ბოლომდე.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი 2022 წლის 28 თებერვალს, რექტორს წარუდგენს იმ პირთა სიას, რომელთაც გააფორმეს ხელშეკრულება, მათი ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოსაცემად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ნანა რეხვიაშვილი
დეკანის თანაშემწე
☏ (+995 32) 222 00 09 (115)

 

 

ბანერები