ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

მიღება რიგგარეშე მობილობის ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის ისტორიის და ფილოლოგიის მიმართულებებზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას მობილობის წესით (რიგგარეშე მობილობის ფარგლებში) ჩარიცხვის მსურველთათვის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის შემდეგ მიმართულებებზე:

ისტორია  –  5 ვაკანტური ადგილი

ფილოლოგია  – 5 ვაკანტური ადგილი

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

მობილობის წესით დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა  2018  წლის 5-დან 9 მარტის ჩათვლით (18:00 საათამდე) უნდა გამოგზავნონ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე: phd@iliauni.edu.ge

შენიშვნა: დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა აღნიშნული საბუთები უნდა გამოგზავნონ ერთ დოკუმენტად აკინძულ PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საბუთების პაკეტი უნდა გამოგზავნოთ მხოლოდ ერთხელ. მიღებას დაგიდასტურებთ ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

1) სარეგისტრაციო ფორმა (სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ);

2) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული  მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის  ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

3) პირადობის მოწმობა;

4) ფოტოსურათი 3x4;

5) ავტობიოგრაფია (CV);

6) სადოქტორო კვლევითი განაცხადი; (იხილეთ სადოქტორო კვლევითი განაცხადის ფორმა) რეგისტრაციისათვის დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელი წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ; (იხილეთ პროფესორების ბაზა)

7) იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი არ გადის ინგლისური ენის გამოცდას, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL (P/B at least 513 points; I/BT at least 78 points); IELTS (at least 5.5 points); FCE);

8) აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი – უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ხოლო იმ პირებმა, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს, უნდა წარმოადგინონ დიპლომის დანართი ან ცნობა პროგრამის განხორციელების ენის შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა ინგლისურენოვანი იყო, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე;

9) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;

10) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);

11) ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2018 წლის 1-ლი თებერვლის შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელებისა და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით); უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით.

მნიშვნელოვანია! რიგგარეშე მობილობაში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია შეწყდება განსაზღვრული ვაკანტური ადგილების ამოწურვისთანავე (თითოეულ მიმართულებაზე დარეგისტრირდება პირველი 5 პირი, რომელიც გამოგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას);


მეორე ეტაპი: ინგლისური ენის გამოცდა

კანდიდატებს, რომლებმაც უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, ჩაუტარდებათ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში. გამოცდის მინიმალური ბარიერია 65 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 10 მარტს (ინფორმაცია საგამოცდო აუდიტორიისა და დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“).

ინგლისური ენაში გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 11 მარტს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით

საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის გამოცდის შედეგების შესახებ უნდა იქნეს წარმოდგენილი 2018 წლის 12 მარტს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2018 წლის 13 მარტს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“. 


 მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა

მობილობის წესით პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს  5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით (იხილეთ აქ) აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2018 წლის 14 მარტს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“. 


მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტები გაივლიან ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.

ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით. (იხილეთ აქ)

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2018 წლის 15 მარტს. აუდიტორიისა და დროის შესახებ ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 15 მარტს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.


საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდისა და კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდისა და კვლევითი განაცხადის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2018 წლის 16 მარტს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირი გამოცდა გაიარონ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. ზეპირი გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 17 მარტს  (აუდიტორია და დრო მიეთითება მოგვიანებით).

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ასევე  მობილობის წესით სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია, გამოქვეყნდება 2018 წლის 17 მარტს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2018 წლის 19 მარტს 15:00 საათამდე A 303 ოთახში (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32).

მობილობის წესით დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი), ხოლო თუ კანდიდატს ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

დამატებითი  შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

თამარ შოშიტაშვილი

ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი

✉: tamari.shoshitashvili.1@iliauni.edu.ge

➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A202

ბანერები