მიღება ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი აცხადებს მიღებას 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამა (გეოლოგია, გეოფიზიკა, გეოგრაფია) - 6 ადგილი;
- ფიზიკისა და ასტრონომიის სადოქტორო პროგრამა - 8 ადგილი,
- მედიცინის სადოქტორო პროგრამა - 3 ადგილი
- სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა - 9 ადგილი
პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია
სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა, 2015 წლის 27 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები ელექტრონულ მისამართზე application_se@iliauni.edu.ge (დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველმა აღნიშნული საბუთები უნდა გამოაგზავნოს ერთ ფაილად აკინძული PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება!!!)
- სააპლიკაციო ფორმა
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- სადოქტორო კვლევის განაცხადი (დანართი #1 ყველა პროგრამისთვის)
- პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა (დანართი #2 ყველა პროგრამისთვის)
- აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის
- ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ავტობიოგრაფია (CV)
- X4 ფოტოსურათის ელვერსია
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრატურა დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, დოქტორანტობის კანდიდატმა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან - ერთად, უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საფეხურზე სწავლის მსურველმა უნდა ჩააბაროს სავალდებულო წერითი გამოცდა ინგლისურ ენაში.
წერილობითი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2015 წლის 20 ნოემბერს.
საგამოცდო ტესტის ნიმუში და პასუხები
შენიშვნა: ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც რეგისტრაციის დროს წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს (TOEFL, IELTS, FCE) და ასევე ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს (დიპლომის ვალიდობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).
ტესტის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2015 წლის 21 ნოემბერს.
შიდა საუნივერსიტეტო ინგლისური ენის ტესტირების შედეგებთან დაკავშირებით, სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2015 წლის 24, 25 და 26 ნოემბერს უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-დან 18:00 საათამდე (მის: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5).
აპელაციის გათვალისწინებით, ინგლისურ ენაში შიდასაუნივერსიტეტო ტესტირების საბოლოო შედეგები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2015 წლის 27 ნოემბერს.
ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, განიხილება სადოქტორო კვლევის განაცხადი.
მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევის განაცხადის განხილვა
ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოხდება კანდიდატის (ან თუ კანდიდატი გათავისუფლებულია ამ ვალდებულებისაგან) მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევის განაცხადის განხილვა.
სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასების ფორმა (დანართი #3)
სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასების შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის
ვებგვერდზე 2015 წლის 1-ლ დეკემბერს.
კვლევითი განაცხადის შეფასების მინიმალური ზღვარია - 3 ქულა;
სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასების შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2015 წლის 2, 3 და 4 დეკემბრის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).
აპელაციის გათვალისწინებით სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასების საბოლოო შედეგები განთავსდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე 2015 წლის 8 დეკემბერს.
მეოთხე ეტაპი: გასაუბრება
იმ კანდიდატთათვის, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ინგლისური ენის გამოცდა და სადოქტორო კვლევის განაცხადში მიიღეს დადებითი შეფასება, გასაუბრება ჩატარდება 2015 წლის 10 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით (დრო და ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით ).
გასაუბრების შეფასების ფორმა (დანართი # 4)
გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2015 წლის 17 დეკემბერს.
1.დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გასაუბრების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2015 წლის 18, 21 და 22 დეკემბერს, უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-დან 18:00 საათამდე (მის: ჩოლოყაშვილის 3/5);
გასაუბრება სააპელაციო კომისიასთან ჩატარდება 24 დეკემბერს (დრო და ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით).
2015 წლის 25 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება ჩასარიცხ კანდიდატთა საბოლოო სია, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით.
ჩარიცხვა:
სადოქტორო პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
გასაუბრების შედეგად გამოვლენილი წარმატებული კანდიდატები, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილის დასადასტურებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადნენ 2015 წლის 28 და 29 დეკემბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე (მის. მ. თამარაშვილის ქ. N4, ოთახი H-102 (H კორპუსთან შემოსასვლელი ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5, ეზოდან ) და თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:
- პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი)
- აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (ორიგინალი) ან აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ (თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის - ორიგინალი):
- ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში)(ორიგინალი);
- იმ შემთხვევაში, თუ სწავლის გაგრძელების მსურველს მაგისტრატურის საფეხური დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან (ორიგინალი) - ერთად უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი (ორიგინალი) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
- 2 ფოტოსურათი 3X4 ;
შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხად!
წარმატებულ კანდიდატთა ჩარიცხვა მოხდება 2016 წლის 5 იანვარს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
მის: თბილისი, მ. თამარაშვილის ქუჩა 4 , ოთახი H 101
ტელ.: 2 225071
ნანა რეხვიაშვილი
დეკანის თანაშემწე
ელფოსტა: application_se@iliauni.edu.ge