ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

მიღება 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

1. სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა

მიმართულებები:

ა) ეკოლოგია - 7 ვაკანტური ადგილი;

ბ) მოლეკულური ბიოტექნოლოგია და ბიოქიმია - 4 ვაკანტური ადგილი;

გ) მოლეკულური ნეირობიოლოგია - 3 ვაკანტური ადგილი;

დ) ნეირომეცნიერება -  2  ვაკანტური ადგილი;

2. ფიზიკისა და ასტრონომიის სადოქტორო პროგრამა - 7 ვაკანტური ადგილი;

3. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (გეოლოგია, გეოფიზიკა, გეოგრაფია):

ა) გეოლოგია - 3 ვაკანტური ადგილი;

ბ) გეოფიზიკა - 2 ვაკანტური ადგილი;

გ) გეოგრაფია - 1 ვაკანტური ადგილი;

3. უჯრედული ნეირომეცნიერება - 1 ვაკანტური ადგილი.

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2019 წლის 15 ნოემბერიდან 29 ნოემბრის 18:00 საათამდე,  უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ელექტრონულ მისამართზე application_se@iliauni.edu.ge.

შენიშვნა: დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა აღნიშნული საბუთები უნდა გამოაგზავნონ ერთ დოკუმენტად აკინძულ PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ!

საბუთების პაკეტი უნდა გამოაგზავნოთ მხოლოდ ერთხელ. საბუთების მიღებას დაგიდასტურებთ და საიდენტიფიკაცო კოდს გადმოგიგზავნით ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

გამოსაგზავნი საბუთები:

ა.    დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო  ფორმა (იხ. ფორმა);

ბ.    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

. შესაბამისი სადოქტორო პროგრამის მიღების წინაპირობაში განსაზღვრული შესაბამისი მიმართულების/დარგის/სპეციალობის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის ხარისხთან) ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, რომელშიც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი *. (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

. ავტობიოგრაფია (CV);

ე.  3X4 ფოტოსურათის ელ. ვერსია;

. აპლიკანტისა და პოტენციური ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი (იხ. დანართი №1);

. პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი თანხმობის ფორმა  (იხ. დანართი №2);

თ. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი არ გადის ინგლისური ენის გამოცდას, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 65 score); IELTS (მინიმუმ 5.5); მინიმუმ FCE); ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი - Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში.

. აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.

. ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც რეგისტრაციის დროს წარმოადგენენ ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს.

ლ. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში.

  • დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია, გარდა იმ პირებისა, რომლებიც აკმაყოფილებენ და წარმოადგინეს ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი და წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია, ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად წერითი გამოცდა (იხ.საგამოცდო ტესტის ნიმუში B2) ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ 2019 წლის 4 დეკემბერს, გამოცდის ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე. სავალდებულოა თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი!
  • ინგლისური ენის გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
  • ინგლისური ენის გამოცდის შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე აპლიკანტთა საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით განთავსდება 2019 წლის 7 დეკემბერს;
  • ინგლისური ენის გამოცდასთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადი დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს 2019 წლის 9 დეკემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, H კორპუსი, ოთახი 118 (მის: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5);
  • ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსდება 2019 წლის 10 დეკემბერს;

ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, განხილული იქნება კვლევითი განაცხადი და მისი შეფასება უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2019 წლის 12 დეკემბერს (საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით).

მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია. სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ, შეფასდება დანართი №3-ის შესაბამისად) იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტი, კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სააპელაციო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:

კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2019 წლის 13 დეკემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის H კორპუსი, ოთახი 118 (მის: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5);

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსდება 2019 წლის 17 დეკემბერს (საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით);

მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

  • სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და გადალახეს სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების მინიმალური ზღვარი (3 ქულა), დარგობრივი კომისიის მიერ ზეპირი გამოცდა (იხ. დანართი №4).  ჩაუტარდებათ 2019 წლის 19 დეკემბერს, ინფორმაცია აუდიტორიისა და დროის შესახებ განთავსდება არაუგვიანეს 17 დეკემბრისა უნივერსიტეტის ვებგვერდზე;
  • ზეპირი გამოცდა ფასდება ხუთქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით. ზეპირი გამოცდის სამზე ნაკლები ქულით შეფასების შემთხვევაში, კანდიდატი ეთიშება კონკურსს.
  • ზეპირი გამოცდის შედეგები განთავსდება 2019 წლის 20 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე;
  • პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით;
  • ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2019 წლის 23 და 24 დეკემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის H კორპუსი, ოთახი 118 (მის: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5);
  • ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადის განხილვა შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის მიერ ჩატარდება 2019 წლის 25 დეკემბერს.
  • ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით/ჩასარიცხ კანდიდატთა სია მხოლოდ რეგისტრაციის დროს მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება 2019 წლის 26 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე;

სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მიერ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სადოქტორო პროგრამებზე გამოცხადებულ მიღებაზე ჩასარიცხი კანდიდატები სწავლის გაგრძელების სურვილის დასადასტურებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე, ოთახი H118 (მის: უნივერსიტეტის H კორპუსთან შემოსასვლელი ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5 ეზოდან) 2019 წლის 27 და 30 დეკემბერს და თან უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა - მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 65 score); IELTS (მინიმუმ 5.5); მინიმუმ FCE) ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი; ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატის ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი 2020 წლის 8 იანვარს, რექტორს მიაწვდის იმ პირების სიას, რომელთაც გააფორმეს ხელშეკრულება მათი ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოსაცემად.

დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით და განთავსებული იქნება დოქტორანტურის საფეხურზე პირთა ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 32 დღის განმავლობაში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ნანა რეხვიაშვილი

დეკანის თანაშემწე

☏ (+995 32) 222 00 09 (508)

 

ბანერები