ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

მიღება 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამა, სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამა, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა და ციფრული ჰუმანიტარიის სტურუქტურირებული სადოქტორო პროგრამა


ა) სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამა:

ისტორია - 4 ვაკანტური ადგილი;

კულტურის კვლევები - 4 ვაკანტური ადგილი;

პოლიტიკის მეცნიერება- 4 ვაკანტური ადგილი;

სოციოლოგია-2 ვაკანტური ადგილი;

ფილოლოგია- 8 ვაკანტური ადგილი (6 ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით და 2 ენათმეცნიერების მიმართულებით);

ფსიქოლოგია-8 ვაკანტური ადგილი;

ხელოვნებათმცოდნეობა- 3 ვაკანტური ადგილი;

არქეოლოგია- 2 ვაკანტური ადგილი;

ბ) ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამა - 2 ვაკანტური ადგილი

გ) სამუსიკო ხელოვნება - 5 ვაკანტური ადგილი;

დ) ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა - 4 ვაკანტური ადგილი;

სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის აღწერა იხილეთ აქ;

სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის აღწერა იხილეთ აქ;

ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის აღწერა იხელეთ აქ;

ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის აღწერა იხილეთ აქ;


პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2019 წლის 4 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე phd@iliauni.edu.ge.

შენიშვნა: დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოს ერთხელ, ერთ საქაღალდედ აკინძული PDF - ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატის საბუთები არ განიხილება. მიღების დადასტურება მოხდება ფაკულტეტის წარმომადგენლის მიერ:

3) აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის ხარისხთან) ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის. (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

4) ავტობიოგრაფია (CV);

5) ფოტოსურათი 3x4;

6) სადოქტორო კვლევითი განაცხადი (ფორმა იხილეთ აქ: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის ფორმა, ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის ფორმა, სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის ფორმა, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის ფორმა) ხელმოწერილი პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ; მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ  რეგისტრაციისათვის დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელი წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მათი სამეცნიერო/კვლევითი ინტერესების მითითებით მიმართულებების მიხედვით იხილეთ აქ)

7) სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის ასევე, საჭიროა საკუთარი კომპოზიციების ან საშემსრულებლო ინტერპრეტაციების პორტფოლიო (კრებული):

საკომპოზიტორო მიმართულებაზე
ა) თანამედროვე კომპოზიციაში - მინიმუმ სამი, მაქსიმუმ ათი საკუთარი კომპოზიციის სანოტო პარტიტურა და/ან აუდიო/ვიდეო ჩანაწერი. კომპოზიციები უნდა იყოს სხვადასხვა საკრავიერი შემადგენლობისთვის (მათ შორის შესაძლოა ხმისთვის); აქედან მინიმუმ ერთი სასურველია იყოს დიდი/შედარებით დიდი მასშტაბის;

ბ) ჯაზის კომპოზიციაში - მინიმუმ ხუთი, მაქსიმუმ ათი სხვადასხვა სტილის კომპოზიციის სანოტო და/ან აუდიო/ვიდეო-ჩანაწერები. კომპოზიციები შესაძლოა იყოს სხვადასხვა სტილის თემის/თემის ქორუსის სახით (საშუალო და სწრაფი სვინგი, ჯაზ-ბალადა, ბოსა-ნოვა/სამბა, თანამედროვე მიმართულებები და სხვ.). სანოტო ჩანაწერი შესაძლოა იყოს canto + აკორდული სიმბოლოები;

საშემსრულებლო მიმართულებაზე
ა) საფორტეპიანო ხელოვნებაში - მინიმუმ სამი განსხვავებული ეპოქის მუსიკის საკუთარი საშემსრულებლო ინტერპრეტაციების 40-60 წუთიანი აუდიო ან/და ვიდეო-ჩანაწერი (მაგ., ბაროკოს, კლასიკური, რეომანტიკული, იმპრესიონისტული, თანამედროვე და სხვ.). აქედან მინიმუმ ერთი უნდა იყოს მსხვილი ფორმის (სუიტა, სონატა, კონცერტი, პიესების ციკლი და მსგავსი);
ბ) ჯაზის შემსრულებლობაში - სხვადასხვა სტილის ჯაზური მუსიკის ნიმუშების (საშუალო და სწრაფი სვინგი, ჯაზ-ბალადა, ბოსა-ნოვა/სამბა, თანამედროვე მიმართულებები და სხვ.) 30-40 წუთიანი ვიდეო-ჩანაწერი.

8) ა) იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ძირითად ენად ირჩევს ინგლისურ ენას და არ გადის ინგლისური ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი-Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ძირითად ენად ირჩევს გერმანულ ენას (გერმანული ენის ძირითად ენად არჩევა შესაძლებელია მხოლოდ კულტურის კვლევებისა და ფილოლოგიის მიმართულებაზე) და არ გადის გერმანული ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გერმანული ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი Test Deutsch als Fremdsprache; DSH(Deutsche Sprachprüfung für den Hochschulzugang); ZOP (Zentrale Oberstufenprüfung); KDS (Kleines Deutsches Sprachdiplom); GDS (Grosses Deutsches Sprachdiplom) ან გერმანულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი- ასეთის არსებობის შემთხვევაში და ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B1 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი (TOEFL(P/B მინიმუმ 437points; I/BT მინიმუმ 41 points); IELTS (მინიმუმ 4 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი -Certus ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში.

აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ან გერმანულ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის ან გერმანულენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.

გაფრთხილება! გერმანული ენის ძირითად ენად არჩევა შესაძლებელია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის მხოლოდ კულტურის კვლევებისა და ფილოლოგიის მიმართულებებზე (ამ პროგრამის სხვა მიმართულებებზე ან სხვა პროგრამებზე გერმანული ენა არ მიიღება) და ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე. გერმანული ენის არჩევის შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე (უნივერსიტეტში მისაღები ინგლისური ენის გამოცდის შედეგით (მინიმუმ 60 ქულა) ან შესაბამისი ზემოხსენებული სერთიფიკატებით). ამ მიმართულებებზე ჩარიცხვის მსურველებმა, გთხოვთ, მიუთითოთ დოკუმენტების გამოგზავნისას მეილში ენა, რომელსაც ირჩევთ მთავარ საგამოცდო ენად.


მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ/გერმანულ ენაში.
დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები) ინგლისური ენის B2 და B1 (გერმანული ენის ძირითად ენად არჩევის შემთხვევაში) დონეზე ცოდნის დასადასტურებლად წერილობითი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდეთ 2019 წლის 4 დეკემბერს, ხოლო გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად წერილობითი გამოცდა - 5 დეკემბერს, ინფორმაცია საგამოცდო აუდიტორიისა და დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

  • ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 60 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
  • ინგლისური ენის B1 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 60 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
  • გერმანული ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 60 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

ინგლისური ენის საგამოცდო ტესტების ნიმუშები იხილეთ აქ: B1 დონის ტესტის ნიმუში, B2 დონის ტესტის ნიმუში, გერმანული ენის საგამოცდო ტესტის ნიმუში იხილეთ აქ (ტესტი მოიცავს მხოლოდ პირველ ორ კომპონენტს Leseverstehen და Sprachbausteine).

გერმანული და ინგლისური ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2019 წლის 7 დეკემბერისა უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური და გერმანული ენების გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური და გერმანული ენების გამოცდების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2019 წლის 9 დეკემბერს (10:00 დან-18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

მნიშვნელოვანია! ინგლისური/გერმანული ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური/გერმანული ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2019 წლის 10 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია (სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების ფორმა იხილეთ აქ პროგრამების მიხედვით: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა, ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა, სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა). სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ).

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2019 წლის 18 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2019 წლის 19 და 20 დეკემბერს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2019 წლის 27 დეკემბერს. უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური/გერმანული ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, გაივლიან ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.

ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით. ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა.

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კუნკურსს.

მნიშვნელოვანია! პროგრამებზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2020 წლის 9 და 10 იანვარს აუდიტორიისა და დროის შესახებ ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის არაუგვიანეს 15 იანვარისა უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2020 წლის 16 და 17 იანვარს (10:00 დან-18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).
იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირი გამოცდა გაიარონ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. ზეპირი გამოცდა ჩატარდება 2020 წლის 20 იანვარს (აუდიტორია და დრო მიეთითება მოგვიანებით).

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება 2020 წლის 21 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ხელშეკრულების გაფორმება:
ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2020 წლის 22 და 23 იანვარს A 303 ოთახში (ჭავჭავაძის გამზირი #32).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში -პასპორტის(ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD);

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა- მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) -ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ)..

ე) გერმანული ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (Test Deutsch als Fremdsprache; DSH(Deutsche Sprachprüfung für den Hochschulzugang); ZOP (Zentrale Oberstufenprüfung); KDS (Kleines Deutsches Sprachdiplom); GDS (Grosses Deutsches Sprachdiplom) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) -ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან გერმანულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).

ვ) გერმანული ენის ძირითად ენად არჩევის შემთხვევაში, აპლიკანტმა ასევე უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე. ამისათვის უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL(P/B მინიმუმ 437points; I/BT მინიმუმ 41 points); IELTS (მინიმუმ 4 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი -Certus.

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი(მხოლოდ ვაჟებისთვის); ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

phd@iliauni.edu.ge. აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
ლელა ბერიძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე
ელ.ფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge


ლიკა ნოზაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
შიდა ნომერი 430

ბანერები