ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

მიღება 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინურ სადოქტორო პროგრამაზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის შემდეგ მიმართულებებზე:

  • განათლება
  • ისტორია
  • კულტურის კვლევები
  • პოლიტიკის მეცნიერება
  • სამუსიკო ხელოვნება
  • სოციოლოგია
  • ფილოლოგია
  • ფილოსოფია
  • ფსიქოლოგია
  • ხელოვნებათმცოდნეობა
  • არქეოლოგია

სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის აღწერა იხილეთ აქ.

პროგრამაზე მისაღები საერთო რაოდენობა - 30

მიმართულებების მიხედვით მისაღები რაოდენობები:

  • განათლება - 2
  • ისტორია - 2
  • კულტურის კვლევები - 2
  • პოლიტიკის მეცნიერება - 4
  • სამუსიკო ხელოვნება - 2
  • სოციოლოგია - 3
  • ფილოლოგია - 4
  • ფილოსოფია - 3
  • ფსიქოლოგია - 4
  • ხელოვნებათმცოდნეობა - 2
  • არქეოლოგია - 2

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია 

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა  2016  წლის 1-ლი დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე) უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე phd@iliauni.edu.ge 

შენიშვნა: დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა აღნიშნული საბუთები უნდა გამოაგზავნონ ერთ დოკუმენტად აკინძულ PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება! 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საბუთების პაკეტი უნდა გამოაგზავნოთ მხოლოდ ერთხელ. მიღებას დაგიდასტურებთ ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

1) სარეგისტრაციო ფორმა (სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ);
2) აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული  მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის  ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
3) პირადობის მოწმობა;
4) ფოტოსურათი 3x4;
5) ავტობიოგრაფია (CV); 
6) სადოქტორო კვლევითი განაცხადი; იხილეთ სადოქტორო კვლევითი განაცხადის ფორმა ყველა მიმართულებისათვის გარდა სამუსიკო ხელოვნებისა;
7) სამუსიკო ხელოვნების  საკომპოზიტორო და საშემსრულებლო მიმართულებებზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საკომპოზიტორო/საშემსრულებლო პორტფოლიო და შემოქმედებითი კვლევის  განაცხადი. იხილეთ საკომპოზიტორო/საშემსრულებლო პორტფოლიოს და შემოქმედებითი კვლევის განაცხადის ფორმა სამუსიკო ხელოვნების მიმართულებისათვის; 
8) სამუსიკო ხელოვნების  საკომპოზიტორო და საშემსრულებლო მიმართულებებზე სწავლის მსურველებმა, საჭიროების შესაბამისად, უნდა წარმოადგინონ კომპოზიცი(ებ)ის აუდიოჩანაწერ(ებ)ი (CD დისკზე) ან საკუთარი შესრულების 40-60-წუთიანი ჩანაწერი (CD დისკზე): პორტფოლიოს მოთხოვნები იხილეთ აქ;
9) იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი არ გადის ინგლისური ენის გამოცდას, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL (P/B at least 513 points; I/BT at least 78 points); IELTS (at least 6.0 points); FCE). ან აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).

  • ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.

მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ  რეგისტრაციისათვის დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელი წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული, რომელიც კვლევითი განაცხადის/საკომპოზიტორო/საშემსრულებლო პორტფოლიო და შემოქმედებითი კვლევის განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ბაზა მათი სამეცნიერო/კვლევითი ინტერესების აღწერით იხილეთ აქ).

მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში. 

კანდიდატებს, რომლებმაც უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, ჩაუტარდებათ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში. გამოცდის მინიმალური ბარიერია 70 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას. 

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2017 წლის 10 იანვარს. ინფორმაცია საგამოცდო აუდიტორიისა და დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

იხილეთ ინგლისურ ენაში საგამოცდო ტესტის ნიმუში და პასუხები.

ინგლისური ენაში გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2017 წლის 11 იანვარს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2017 წლის 12,13 და 16 იანვარს (10:00 დან- 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

გაითვალისწინეთ! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით, ხოლო სამუსიკო ხელოვნების საკომპოზიტორო და საშემსრულებლო მიმართულებებზე მიღებისთვის - პორტფოლიოს, შემოქმედებითი კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით. 

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2017 წლის 18 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
 
მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის/საკომპოზიტორო/საშემსრულებლო პორტფოლიოს და შემოქმედებითი კვლევითი  განაცხადის  განხილვა 

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს  5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია (სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების ფორმა იხილეთ აქ). სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ).

სამუსიკო ხელოვნების მიმართულებაზე სწავლის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ საკომპოზიტორო/საშემსრულებლო პორტფოლიოს და შემოქმედებით კვლევით განაცხადს განიხილავს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია. პორტფოლიო შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სისტემით და განსაზღვრული წესით (იხილეთ აქ). შემოქმედებითი კვლევის განაცხადი შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით (იხილეთ აქ). როგორც პორტფოლიოს, ისე შემოქმედებითი კვლევის განაცხადის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა.

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტი/პორტფოლიო/შემოქმედებითი კვლევითი განაცხადი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის/შემოქმედებითი კვლევის განაცხადის, საკომპოზიტორო ან საშემსრულებლო პორტფოლიოს შეფასებები განთავსდება 2017 წლის 10 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის/შემოქმედებითი კვლევის განაცხადის, საკომპოზიტორო ან საშემსრულებლო პორტფოლიოს შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის/შემოქმედებითი კვლევის განაცხადის, საკომპოზიტორო ან საშემსრულებლო პორტფოლიოს განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2017 წლის 13, 14, 15 თებერვალს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)

სადოქტორო კვლევის განაცხადის/შემოქმედებითი კვლევის განაცხადის, საკომპოზიტორო ან საშემსრულებლო პორტფოლიოს განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2017 წლის 22 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
 
მეოთხე ეტაპი: გასაუბრება

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და  მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი/ შემოქმედებითი კვლევის  განაცხადი, საკომპოზიტორო ან საშემსრულებლო პორტფოლიო  შეფასდა მინიმუმ 3 ქულით,  გაივლიან გასაუბრებას დარგობრივი კომისიის წინაშე. 

გასაუბრება შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით.  გასაუბრების შეფასების ფორმა ყველა მიმართულებისათვის იხილეთ აქ.

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გასაუბრებაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კუნკურსს.

მნიშვნელოვანია! პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით, ხოლო სამუსიკო ხელოვნების საკომპოზიტორო და საშემსრულებლო მიმართულებებზე მიღებისთვის - პორტფოლიოს, შემოქმედებითი კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით. 

გასაუბრება დარგობრივი კომისიების წინაშე ჩატარდება 2017 წლის  23, 24, 27 თებერვალს. აუდიტორიისა და დროის შესახებ ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება  2017 წლის 28 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი გასაუბრების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2017 წლის  1-ლ და 2 მარტს  (10:00 დან-18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, გასაუბრება გაიარონ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. გასაუბრება ჩატარდება  2017 წლის 6 ან 7 მარტს (აუდიტორია და დრო მიეთითება მოგვიანებით).

გასაუბრების საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ასევე  სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინურ სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია გამოქვეყნდება 2017 წლის 9 მარტს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ხელშეკრულების გაფორმება: 

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2017 წლის 10 მარტს,  A 303 ოთახში (ჭავჭავაძის გამზირი #32).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები: 

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი), ხოლო თუ კანდიდატს ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინონ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
ნინო კახაძე

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე
ტელ.: 2 22 00 09 (206)
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

 

ბანერები