ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

კვლევითი განაცხადის შეფასებები – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე გამოცხადებული მიღების ფარგლებში (2020-2021 ს. წ, გაზაფხულის სემესტრისათვის)

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე (ზეპირი გამოცდა) მონაწილეობას იღებს დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და მათი სადოქტორო კვლევითი განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით. ზეპირი გამოცდა შეფასედება დანართი 4 თანახმად, ხოლო საზოდაგოებრივი ჯანდაცვის პროგრამისთვის დანართი 4  თანახმად.

ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.
პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი კანდიდატებისათვის გამოცდები გაიმართება დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით. ელპლატფორმის გადმოწერაზე, შესაბამისი ტექნიკური (აუდიო და ვიდეო) პარამეტრების გამართვაზე, ასევე მის სივრცეში უწყვეტი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია დოქტორანტობის კანდიდატი. გთხოვთ, წინასწარ გადაამოწმოთ გამოცდის დისტანციურად ჩაბარებისთვის მზაობა და გამოცდის დროს ხელთ იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას დისტანციურ რეჟიმში.

ზეპირი გამოცდა ჩატარდება დარგობრივი კომისიის წინაშე 2021 წლის 04/02-დან 09/02-ის ჩათვლით ინტერვალში. ზუსტი ინფორმაცია გამოცდის განრიგისა და გამოცდის ბმული განთავსდება ვებსაიტზე და გამოიგზავნება თქვენს ელფოსტაზე 3 თებერვლისთვის).

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 11 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.


ბანერები