ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ინფორმაცია 2014-2015 სასწავლო წლისათვის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინურ სადოქტორო პროგრამაზე, მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის

ინფორმაცია 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის, არქეოლოგიის მიმართულებაზე, მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის, არქეოლოგიის მიმართულებაზე ჩარიცხვის წინაპირობები:

სადოქტორო კვლევის განაცხადის წარმოდგენა 

დოქტორანტებმა რეგისტრაციისას წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინონ სადოქტორო კვლევის განაცხადი (სადოქტორო კვლევის განაცხადის ფორმა იხილეთ აქ), რომელიც განსახილველად და შესაფასებლად გადაეგზავნება შესაბამისი მიმართულების დარგობრივ კომისიას. კვლევითი განაცხადი შეფასდება შესაბამისი წესის მიხედვით (იხილეთ შეფასების ფორმა აქ).  

გამოცდა ინგლისურ ენაში 

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 12 თებერვალს, 9:00 საათზე, აუდიტორია A 406-ში (მის: ჭავჭავაძის გამზირი 32)

ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები 

მნიშვნელოვანია! გაითვალისწინეთ, რომ ინგლისური ენის გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ 10 წუთით ადრე და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!

ინგლისურ ენაში ტესტის მინიმალური ბარიერია 65 ქულა.

გასაუბრება

გასაუბრება დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 12 თებერვალს, 13:00 საათზე აუდიტორია A101-ში (მის: ჭავჭავაძის გამზირი 32).

(გასაუბრების შეფასების სქემა იხილეთ აქ)

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ტელ.:2 29 47 14 graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები