ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი აცხადებს მიღებას 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მედიცინის სადოქტორო პროგრამაზე - 2 ადგილი, ფასიანი სწავლების ფორმა
პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია
სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა 2016 წლის 6 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე application_se@iliauni.edu.ge (აღნიშნული საბუთები ერთ ფაილად უნდა იყოს აკინძული PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება).
- სააპლიკაციო ფორმა (ფორმა #1);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
- სადოქტორო კვლევითი განაცხადი (დანართი);
- პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა (დანართი);
- აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის;
- ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ავტობიოგრაფია (CV);
- 3X4 ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს მაგისტრატურა დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან- ერთად მან უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საფეხურზე სწავლის მსურველმა კანდიდატმა უნდა ჩააბაროს სავალდებულო წერითი გამოცდა ინგლისურ ენაში.
წერილობითი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2016 წლის 15 ივნისს (ზუსტი დრო და ადგილი განთავსდება მოგვიანებით).
საგამოცდო ტესტის ნიმუში და პასუხები
შენიშვნა: ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც რეგისტრაციისას წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადატურებელ ვალიდურ საერთაშორისო სერტიფიკატს (TOEFL, IELTS, FCE); ასევე, ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).
ტესტის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2016 წლის 16 ივნისს.
შიდასაუნივერსიტეტო ინგლისური ენის ტესტირების შედეგებთან დაკავშირებით, სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2016 წლის 17, 20 და 21 ივნისს უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-დან 18:00 საათამდე (მის: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5).
აპელაციის გათვალისწინებით, ინგლისურ ენაში შიდასაუნივერსიტეტო ტესტირების საბოლოო შედეგები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2016 წლის 22 ივნისს.
ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, განიხილება სადოქტორო კვლევითი განაცხადი.
მესამე ეტაპი : სადოქტორო კვლევითი განაცხადის განხილვა
ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში (ან თუ კანდიდატი გათავისუფლებულია ამ ვალდებულებისაგან), განიხილება კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი.
სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა (დანართი)
სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2016 წლის 24 ივნისს.
კვლევითი განაცხადის შეფასების მინიმალური ზღვარია - 3 ქულა;
სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2016 წლის 27, 28 და 29 ივნისს, უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).
აპელაციის გათვალისწინებით, სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების საბოლოო შედეგები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2016 წლის 30 ივნისს.
მეოთხე ეტაპი: გასაუბრება
კანდიდატებისათვის, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინგლისური ენის გამოცდას და სადოქტორო კვლევით განაცხადში მიიღებენ დადებით შეფასებას, გასაუბრება ჩატარდება 2016 წლის 4 ივლისს (ზუსტი დრო და ადგილი განთავსდება მოგვიანებით ).
გასაუბრების შეფასების ფორმა (დანართი)
გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2016 წლის 5 ივლისს.
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გასაუბრების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2016 წლის 6, 7 და 8 ივლისს უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-დან 18:00 საათამდე (მის: ჩოლოყაშვილის 3/5);
გასაუბრება სააპელაციო კომისიასთან ჩატარდება 11 ივლისს (ზუსტი დრო და ადგილი განთავსდება მოგვიანებით).
2016 წლის 12 ივლისს უნივერსიტეტის ვებ - გვერდზე გამოქვეყნდება ჩასარიცხ კანდიდატთა საბოლოო სია, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით.
ჩარიცხვა:
სადოქტორო პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განახცადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
გასაუბრების შედეგად გამოვლენილი წარმატებული კანდიდატები, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილის დასადასტურებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადნენ 2016 წლის 14 ივლისს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე (მის. მ. თამარაშვილის ქ. N4, ოთახი H-102 (H კორპუსთან შემოსასვლელი ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5, ეზოდან) და თან იქონიონ შემდეგი საბუთები:
- პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი);
- აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (ორიგინალი) ან აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ (თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის), (ორიგინალი):
- ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში), (ორიგინალი);
- ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ - ასეთის არსებობის შემთხვევაში), (ორიგინალი);
- იმ შემთხვევაში, თუ სწავლის გაგრძელების მსურველს მაგისტრატურა დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან (ორიგინალი) - ერთად უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი (ორიგინალი) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
- 2 ფოტოსურათი 3*4.
შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხად!
წარმატებულ კანდიდატთა ჩარიცხვა მოხდება 2016 წლის 15 ივლისს.
დოქტორანტურაში სწავლის მსურველები დაგვიკავშირდით:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
მის: თბილისი, მ. თამარაშვილის ქუჩა 4, ოთახი H 101
ტელ.: 2 220009 (508)
ნანა რეხვიაშვილი
დეკანის თანაშემწე
ელფოსტა: application_se@iliauni.edu.ge