ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სადოქტორო პროგრამაზე 2017-2018 სასწავლო წლისათვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამის – ბიზნესის ადმინისტრირება – უფასო ადგილზე.  

ბიზნესის სკოლის დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა 2017 წლის 17 ივლისიდან 4 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით ბიზნესის სკოლის ელფოსტაზე (businessphd_admission@iliauni.edu.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია (pdf ფორმატით):

ა) შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე მიღების მიზნებისათვის დამტკიცებული აპლიკანტის მიერ შევსებული ფორმა, ხელმოწერილი პოტენციური ხელმძღვანელის მიერ (დანართი 1);

ბიზნესის სკოლის პროფესორების სია

ბ) შევსებული ანკეტა (სააპლიკაციო ფორმა N1, დანართი 2);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომი, ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის.

ე) ავტობიოგრაფია (CV);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4–ზე;

ზ) ასეთის არსებობის შემთხვევაში: ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერტიფიკატი (TOEFL (P/B 513-547p)(I/B 65-78p), IELTS(5.5-6p), FCE) ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ( მიღებული განათლება აღიარებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინოთ დიპლომთან ერთად). საქართველოში ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ცნობა პროგრამის განხორციელების ოფიციალური ენის შესახებ.

3. ინგლისური ენის სავალდებულო გამოცდისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც რეგისტრაციის დროს წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადატურებელ ვალიდურ საერთაშორისო სერტიფიკატს. TOEFL (P/B 513-547p) (I/B 65-78p), IELTS(5.5-6p), (FCE), ასევე ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს (დიპლომთან ერთად უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი – უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ). ასევე ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს და ცნობას პროგრამის განხორციელების ოფიციალური ენის შესახებ.

პროცედურები:

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს (გარდა იმ პირებისა, რომლებიც გათავისუფლებული იქნებიან ინგლისური ენის გამოცდიდან), რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია, წერილობითი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ 2017 წლის 18 აგვისტოს.

ინგლისური ენის გამოცდის ნიმუში

ინფორმაცია ინგლისური ენის გამოცდის დროსა და აუდიტორიის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 17 აგვისტოს.

ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც რეგისტრაციის დროს წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადატურებელ ვალიდურ საერთაშორისო სერთიფიკატს (TOEFL (P/B 513-547 p) (I/B 65-78 p), IELTS (5.5-6p), FCE) და ასევე ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

ინგლისური ენის გამოცდის მინიმალური ბარიერია 65 ქულა;

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2017 წლის 25 აგვისტოს.

ინგლისური ენის გამოცდასთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 29-31 აგვისტოს, 18 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის.: ჩოლოყაშვილის 3/5);

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2017 წლის 5 სექტემბერს;

ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში განიხილება კვლევითი განაცხადი;

კვლევითი განაცხადის შეფასება (მინიმალური მისაღები ზღვარი 3 ქულა) უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2017 წლის 8 სექტემბერი;

კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2017 წლის 11-12 სექტემბერს, 18 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის.: ჩოლოყაშვილის 3/5);

კვლევითი განაცხადის შეფასება აპელაციის შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2017  წლის 15 სექტემბერს.

იმ კანდიდატთათვის, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ინგლისური ენის გამოცდა და კვლევით განაცხადში მიიღეს დადებითი შეფასება,  გასაუბრება  გაიმართება 2017 წლის 18-19 სექტემბერს,  11:00 საათზე (მის.: ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E 301);

გასაუბრების შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2017 წლის 20 სექტემბერს;

გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 21-22 სექტემბერს 18 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის.: ჩოლოყაშვილის 3/5);

სააპელაციო კომისიების წინაშე გასაუბრება ჩატარდება 2017 წლის 25 სექტემბერს.

2017 წლის 27 სექტემბერს ჩასარიცხ კანდიდატთა საბოლოო სია, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სადოქტორო საფეხურზე ჩასარიცხი კანდიდატები სწავლის გაგრძელების სურვილის დასადასტურებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ადმინისტრაციაში, მის.: ჩოლოყაშვილის გამზ 3/5, E კორპუსი, ოთახი E302, 2017 წლის 28 სექტემბერს და თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი);

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის (ორიგინალი);

გ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერტიფიკატი TOEFL (P/B 513-547p)(I/B 65-78p), IELTS(5.5-6p), FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში)(ორიგინალი);

დ) საქართველოში ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემთხვევაში, დიპლომი და ცნობა პროგრამის განხორციელების ოფიციალური ენის შესახებ (ორიგინალი);

ე) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატს მაგისტრატურის საფეხური

დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან – დიპლომთან – ერთად  უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი  უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ორიგინალი).

წარმატებული კანდიდატები ჩაირიცხებიან 2017 წლის 29 სექტემბერს.

 

ბანერები