ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა აცხადებს მიღებას 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამაზე - ბიზნესის ადმინისტრირება - 2 უფასო ადგილზე.

ბიზნესის სკოლის დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა 2015 წლის 21 ივლისიდან 6 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, ბიზნესის სკოლის ელექტრონულ მისამართზე - phd_admission@iliauni.edu.ge უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია (დასკანერებული):

ა) შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე მიღების მიზნებისათვის დამტკიცებული, აპლიკანტის ან მისი პოტენციური ხელმძღვანელის მიერ შევსებული ფორმა, ხელმოწერილი პოტენციური ხელმძღვანელის მიერ (დანართი 1);

პროგრამის პროფესურა
ბ) შევსებული სააპლიკაციო ფორმა N1 (დანართი 2);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომი (ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის);
ე) ავტობიოგრაფია (CV);
ვ) 2 ფოტოსურათი 3X4–ზე;
ზ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერტიფიკატი (TOEFL (P/B 513-547p)(I/B 65-78p), IELTS (5.5-6p), FCE) ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიღებული განათლება აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ), საქართველოში ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ცნობა პროგრამის განხორციელების ოფიციალური ენის შესახებ;
თ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატს მაგისტრატურის საფეხური დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან - ერთად, უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს (გარდა იმ პირებისა, რომლებიც გათავისუფლებული იქნებიან ინგლისური ენის გამოცდიდან), რომლებიც წარმატებით გაივლიან რეგისტრაციას, წერილობითი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ 2015 წლის 25 აგვისტოს. გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 24 აგვისტოს.

ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც რეგისტრაციის დროს წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელ ვალიდურ საერთაშორისო სერტიფიკატს (TOEFL, IELTS, FCE); პირები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს (დიპლომთან ერთად მათ უნდა წარმოადგინონ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ); ასევე - პირები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს და ცნობას პროგრამის განხორციელების ოფიციალური ენის შესახებ.

ინგლისური ენის გამოცდის მინიმალური ბარიერია - 65 ქულა.
იხილეთ საგამოცდო ტესტის ნიმუში და პასუხები.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2015 წლის 3 სექტემბერს.

ინგლისური ენის გამოცდასთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 4 და 7 სექტემბერს, 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის: ჩოლოყაშვილის 3/5).

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2015 წლის 9 სექტემბერს.

ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში განიხილება კვლევითი განაცხადი. კვლევითი განაცხადის შეფასება (მინიმალური ზღვარი 3 ქულა) უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2015 წლის 11 სექტემბერს.

კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით, სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2015 წლის 14, და 15 სექტემბერს, 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის: ჩოლოყაშვილის 3/5);

კვლევითი განაცხადის შეფასება, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, მხოლოდ პირადი ნომრის მითითებით, უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2015 წლის 18 სექტემბერს.

იმ კანდიდატთათვის, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინგლისური ენის გამოცდასა და კვლევით განაცხადში მიიღებენ დადებით შეფასებას, გასაუბრება ჩატარდება 2015 წლის 22-23 სექტემბერს, 11:00 საათზე (მის: ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E 401).

გასაუბრების შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2015 წლის 25 სექტემბერს.

გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 28-29 სექტემბერს, 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის: ჩოლოყაშვილის 3/5).

სააპელაციო კომისიების წინაშე გასაუბრება ჩატარდება 2015 წლის 1-ლ ოქტომბერს.

ჩასარიცხ კანდიდატთა საბოლოო სია, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით,  უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2015 წლის 2 ოქტომბერს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სადოქტორო საფეხურზე ჩასარიცხი კანდიდატები სწავლის გაგრძელების სურვილის დასადასტურებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ჩოლოყაშვილის გამზ 3/5, E კორპუსი, ოთახი E303, 2015 წლის 5 ოქტომბერს და თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი);
ბ) ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის (ორიგინალი);
გ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერტიფიკატი TOEFL (P/B 513-547p)(I/B 65-78p), IELTS(5.5-6p), FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (ორიგინალი);
დ) საქართველოში ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემთხვევაში, დიპლომი და ცნობა პროგრამის განხორციელების ოფიციალური ენის შესახებ (ორიგინალი);
ე) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატს მაგისტრატურის საფეხური დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან - ერთად, უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ორიგინალი).

ბანერები