ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

გამოცხადდა 2026-2027 სასწავლო წლისთვის მიღება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

ახალი ამბები

ინფორმაცია რეგისტრაციის და გამოცდების ვადების შესახებ

2026-2027 სასწავლო  წლის მიღების პროცედურების/გამოცდების  თარიღები:

  • 27 ივლისიდან  12 აგვისტოს  ჩათვლით - ელექტრონული რეგისტრაცია ელ.მისამართზე: application_se@iliauni.edu.ge ;
  • 14 აგვისტო - ინგლისური ენის გამოცდის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე;
  • 18 აგვისტო -  გამოცდა ინგლისურ ენაში;
  • 19 აგვისტო -  ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
  • 20 და 21 აგვისტო 10:00-დან 18:00 სთ. - საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით  ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge;
  • 25 აგვისტო -  ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნება უნივერსიტეტის ვებგვერდზე;
  • 27 აგვისტო - სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
  • 31 აგვისტო და 1 სექტემბერი 10:00-დან 18:00 სთ. -  საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით, ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge;
  • 2 სექტემბერი - სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნება უნივერსიტეტის ვებგვერდზე;
  • 3 სექტემბერი - ზეპირი გამოცდების განრიგის თაობაზე ზუსტი ინფორმაციის განთავსება უნივერსიტეტის ვებგვერდზე;
  • 4 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით - ზეპირი გამოცდები სადოქტორო პროგრამების მიხედვით;
  • 9 სექტემბერი - ზეპირი გამოცდის შედეგების განთავსება  უნივერსიტეტის ვებგვერდზე;
  • 10 სექტემბერს და 11 სექტემბერს  10:00-დან 18:00 საათამდე - ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა  ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge;
  • 14 სექტემბერი - საპრეტენზიო განაცხადის განხილვა;
  • 15 სექტემბერი - აპელაციის შედეგების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებების და სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სიის გამოქვეყნება უნივერსიტეტის ვებგვერდზე;
  • 16 და 17 სექტემბერი - სადოქტორო პროგრამებზე  ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება.
  • 18 სექტემბერი - ჩასარიცხ კანდიდატთა სიის წარდგება ილიას სახელმწიფო უივერსიტეტის რექტორისთვის ნორმატიული დოკუმენტის გამოსაცემად.

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე  (წინაპირობები და წარმოსადგენი დოკუმენტები):

1. ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა’’ - 1 ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, მედიცინის სფეროს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და მენეჯმენტის დარგში მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, რომელიც დასტურდება დამსაქმებლის/უშუალო უფროსის სარეკომენდაციო წერილით.

მიღების პროცედურის დოკუმენტები:

  • Admission procedures and assessment system for Public Health PhD Program
  • Doctoral program admission application form (Annex №1)
  • Consent form of potential research supervisor (Annex №2)
  • Doctoral Research Application Assessment Form (Annex №3)
  • Oral exam form of the doctoral program (Annex №4)
  • Documents confirming research skills: in the field of Public Health, Medicine, Natural Sciences, Social Science, Economics and Management previous thesis**/publication and/or at least 2 years of work experience (in scientific research) and/or a document confirming participation in scientific research projects and events. The document confirming the 2 years of experience must describe the main duties, and the document confirming participation in the events must confirm the applicant's participation in the event through an oral or poster presentation.
  • Document confirming minimum 2-year working experience in the field
  • International document confirming at least B2 level proficiency of English*** (if any);
  • Document confirming military registration (only for males);

2. ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა ,,ეკოლოგია’’ – 7 ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შემდეგი მიმართულებებით: ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები; გარემო; დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ინტერდისციპლინური), სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია.

მიღების პროცედურის დოკუმენტები:

  • Admission procedures and assessment system for Ecology PhD Program
  • Doctoral program admission application form (Annex №1)
  • Consent form of potential research supervisor (Annex №2)
  • Doctoral Research Application Assessment Form (Annex №3)
  • Oral exam form of the doctoral program (Annex №4)
  • Documents confirming research skills: previous thesis**/publication in the field of biodiversity, agriculture or environmental protection and/or at least 2 years of work experience (in scientific researchor volunteering) and/or participation in the scientific research projects. The document confirming the 2 years of experience must describe the main duties.
  • International document confirming at least B2 level proficiency of English*** (if any);
  • Document confirming military registration (only for males);

3. „ფიზიკა ა ასტრონომია“ - 2 ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფიზიკაში ან შემდეგ დეტალურ სფეროებში: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიოლოგიური და მისი მონათესავე მეცნიერებები, ფიზიკური მეცნიერებები, ასევე ინჟინერიის სხვადასხვა დარგებში (მაგ., ელექტრობა და ენერგია; ელექტრონიკა და ავტომატიზაცია; ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდები; ინჟინერია და საინჟინრო საქმეარაკლასიფიცირებული).

მიღების პროცედურის  დოკუმენტები:

  • სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა
  • სადოქტორო პროგრამაზე განაცხადის წარდგენის ფორმა (დანართი №1)
  • პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა (დანართი №2)
  • სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა (დანართი №3)
  • სადოქტორო პროგრამაზე ზეპირი გამოცდის ფორმა (დანართი №4)
  • კვლევითი უნარების დამადასტურებელი დოკუმენტები: ფიზიკა და ასტრონომიის მიმართულებით ან მათემატიკა, კომპიუტერულ მეცნიერებები, ბიოლოგიური და მისი მონათესავე მეცნიერებები, ფიზიკური მეცნიერებები, ასევე ინჟინერიის სხვადასხვა დარგებში (მაგ., ელექტრობა და ენერგია; ელექტრონიკა და ავტომატიზაცია; ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდები; ინჟინერია და საინჟინრო საქმე – არაკლასიფიცირებული) წინარე ნაშრომი**/პუბლიკაცია ან/და მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების (სამეცნიერო-კვლევითი ან მოხალისეობრივი) ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტში აღწერილი უნდა იყოს ძირითადი მოვალეობები, ხოლო ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს აპლიკანტის ღონისძიებაში მონაწილეობას ზეპირი ან სასტენდო მოხსენებით.
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)***;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ასევე, სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობები შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის აღწერებში, რომელიც განთავსებულია შემდეგ ბმულზე:


პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2026 წლის 27 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ელექტრონულ მისამართზე application_se@iliauni.edu.ge

მნიშვნელოვანი!

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა აღნიშნული საბუთები სავალდებულოა გამოაგზავნონ ერთ დოკუმენტად აკინძული PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საბუთების პაკეტი უნდა გამოაგზავნოთ მხოლოდ ერთხელ. მიღებას დაგიდასტურებთ ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და გამოგიგზავნით თქვენს საიდენტიფიკაციო ნომერს.

მიღების პროცედურისთვის წარმოსადგენია შემდეგი  დოკუმენტები:

ა. დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა (ფორმა იხილეთ აქ);

ბ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ. 3X4 ფოტოსურათის ელ. ვერსია;

დ. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი. თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის უნდა გამოაგზავნოთ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის  მინიჭების შესახებ, სადაც მითითებული იქნება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი*.

5 წლიანი განათლების მიღების დიპლომი ან უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;

ე. ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი; ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი** (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ვ. ავტობიოგრაფია (CV);

ზ. ხელმოწერილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი (დანართი № 1 იხ.ზემოთ თქვენთვის სასურველი სადოქტორო პროგრამის დოკუმენტების ჩამონათვალში);

თ. პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი თანხმობის ფორმა (დანართი № 2 იხ.ზემოთ თქვენთვის სასურველი სადოქტორო პროგრამის დოკუმენტების ჩამონათვალში);

ი. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის)

კ. კვლევითი უნარების დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ჩამონათვალი ინდივიდუალურად პროგრამისთვის).

ლ. საზოგადოებრივი ჯანდავის პროგრამის აპლიკანტებისთვის - სავალდებულოა გამოგზავნონ დამსაქმებლის/უშუალო უფროსის სარეკომენდაციო წერილი, რომლითაც დადასტურდება ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • თითოეული სადოქტორო პროგრამის მიღების წინაპირობაში განსაზღვრულია შესაბამისი მიმართულება ან დარგი/სპეციალობა, რომელშიც პროგრამაზე ჩაბარების მსურველს უნდა ჰქონდეს მოპოვებული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • სავალდებულოა უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება  იყოს დადასტურებული სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაცემული დიპლომით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.

ინგლისური ენის გამოცდისგან განთავისუფლდებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ:

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 75 score); IELTS (მინიმუმ 5); მინიმუმ FCE; მინიმუმ BEC Vantage; PTE (მინიმუმ General level 3); PTE Academic (მინიმუმ 59p); მინიმუმ Michigan ECCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ შესაბამის ვალიდურ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვან საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).


მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში.

იმ კანდიდატებს, რომლებმაც უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, ჩაუტარდებათ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში.

გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა.

კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2026 წლის 18 აგვისტოს (გამოცდის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება ვებსაიტზე 14 აგვისტოს).

სავალდებულოა გამოცდის დროს იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი კანდიდატებისათვის გამოცდები გაიმართება სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცეში, ადგილზე (გამოცდაზე) დასწრებით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დისტანციურად გამოცდები არ გაიმართება!

იხილეთ ინგლისური ენის საგამოცდო ტესტის და შეფასების ნიმუში.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 19  აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 20 და 21 აგვისტოს  18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge;

მნიშვნელოვანი! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 25 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.


მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია. სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიასეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ) (შეფასდება დანართი №3-ის შესაბამისად, იხ.ზემოთ თქვენი სასურველი პროგრამის დოკუმენტების ჩამონათვალში);

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას. სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2026 წლის 27 აგვისტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით;

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს  18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge;

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 3 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით. 


მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და მათი სადოქტორო კვლევითი განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე (დანართი № 4 იხ.ზემოთ თქვენი სასურველი პროგრამის დოკუმენტების ჩამონათვალში);

ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და მოქმედი წესის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის კარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას

სადოქტორო პროგრამაზე მიღებისათვის  კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულათა ჯამით.

გაითვალისწინეთ, რომ სავალდებულოა გამოცდის დროს ხელთ იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას!

ზეპირი გამოცდა (პროექტის პრეზენტაციის სახით), სადოქტორო პროგრამების მიხედვით, ჩატარდება დარგობრივი კომისიის წინაშე 2026 წლის 4 სექტემბრიდან 8  სექტემბრის ჩათვლით ინტერვალში.

ზუსტი ინფორმაცია გამოცდის განრიგის თაობაზე განთავსდება ვებსაიტზე 2026 წლის  3 სექტემბერს.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 9 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 10 და 11 სექტემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge;

სააპელაციო კომისიის მიერ ზეპირი გამოცდის შედეგების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვა გაიმართება 2026 წლის 14 სექტემბერს;

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ასევე სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია, გამოქვეყნდება 2026 წლის 15 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

სადოქტორო პროგრამაზე მიღებისთვის, კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განახცადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულათა ჯამით. 


ხელშეკრულების გაფორმება:

სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2026 წლის 16 და 17 სექტემბერს, H 118 ოთახში 10:00-დან 18:00 საათამდე (შემოსვლა შესაძლებელია ილია ჭავჭავაძის გამზირი №45, H კორპუსი).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა-მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ორიგინალი).

დ) თუ კანდიდატს ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

რომელიმე ქვემოთმოყვანილი სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი :

ე) ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 75 score); IELTS (მინიმუმ 5); მინიმუმ FCE; მინიმუმ BEC Vantage; PTE (მინიმუმ General level 3); PTE Academic (მინიმუმ 59p); მინიმუმ Michigan ECCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ შესაბამის ვალიდურ სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე)

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ზ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

) იმ დოკუმენტების დედანი, რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი კვლევითი უნარების დასადასტურებლად.

ი) საზოგადოებრივი ჯანდავის პროგრამის აპლიკანტებისთვის - სავალდებულოა წარმოადგინონ დამსაქმებლის/უშუალო უფროსის სარეკომენდაციო წერილის დედანი, რომლითაც დასტურდება ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

სადოქტორო საფეხურზე მიღებასთან დაკავშირებული კონკურსანტების ინფორმაცია (კონკურსანტების შეფასებები და საიდენტიფიკაციო ნომერი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული იქნება 2026 წლის  ოქტომბრის თვის ბოლომდე.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი 2026 წლის  18 სექტებბერს , რექტორს წარუდგენს იმ პირთა სიას, რომელთაც გააფორმეს ხელშეკრულება, მათი ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოსაცემად.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

(+995 32) 222 00 09 (შიდა ტელ.: - 508 ნანა რეხვიაშვილი)

(+995 32) 222 00 09 (შიდა ტელ.: - 432 ირმა ჩხეიძე)

2026

ბანერები