კვლევითი განაცხადის შეფასებები - მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
ახალი ამბები
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია.
სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 27 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge
სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2026 წლის 7 მაისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით
გიორგი ოდოშაშვილს,
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერს
ელფოსტა: giorgi.odoshashvili@iliauni.edu.ge
2026