ჩასარიცხ კანდიდატთა პირველადი შედეგები - მიღება 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე
ახალი ამბები
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხ კანდიდატთა პირველადი შედეგები კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის გათვალისწინებით იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
მნიშვნელოვანია!
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.
პროგრამებზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით/საშუალო ქულით.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 14 მაისიდან-18 მაისის ჩათვლით პერიოდში უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge
იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირ გამოცდაზე წარდგნენ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. ზეპირი სააპელაციო გამოცდა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 20 ან/და 21 მაისს. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2026 წლის 15 მაისს.
ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით და ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება 2026 წლის 22 მაისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით
გიორგი ოდოშაშვილს,
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერს
ელფოსტა: giorgi.odoshashvili@iliauni.edu.ge
2026