ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ჩასარიცხ კანდიდატთა სია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია .

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ ძირითად კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2021 წლის 18 და 19 თებერვალს, 10:00-დან 18:00 საათამდე, S103 ოთახში (მის.: გ.წერეთლის გასასვლელი №3)
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) ორი ფოტოსურათი და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;
გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ორიგინალი):
დ) თუ კანდიდატს ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

რომელიმე ქვემოთ მოყვანილი სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი:

მოთხოვნა სადოქტორო პროგრამებისთვის: ფიზიკისა და ასტრონომიის სადოქტორო პროგრამა, უჯრედული ნეირომეცნიერება, ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა –
ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 65 score); IELTS (მინიმუმ 5.5); მინიმუმ FCE); ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი**
მოთხოვნა ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამისთვის „მედიცინა“ -
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატი
(TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 75 score); IELTS (მინიმუმ 5); მინიმუმ FCE; მინიმუმ BEC
Vantage; PTE (მინიმუმ General level 3); PTE Academic (მინიმუმ 59p); მინიმუმ Michigan ECCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე.
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.
სადოქტორო საფეხურზე მიღებასთან დაკავშირებული კონკურსანტების პირადი ინფორმაცია (კონკურსანტების შეფასებები და საიდენტიფიკაციო კოდი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული იქნება 2021 წლის თებერვლის ბოლომდე.

ბანერები