ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით

ახალი ამბები

განათლება- 9 ვაკანტური ადგილი;
მათემატიკა- 2 ვაკანტური ადგილი

განათლების სადოქტორო პროგრამაზე დარეგისტრირებული/გამოცდებგავლილი აპლიკანტების რეიტინგული შედეგების მიხედვით ერთიდაიგივე შეფასების მქონე ბოლო ორ აპლიკანტს უფლება ეძლევა გააფორმოს სასწავლო ხელშეკრულება.

ჩასარიცხ კანდიდატებთან სწავლის გაგრძელების სურვილის დასადასტურებლად ხელშეკრულება გაფორმდება 2022 წლის 29 და 30 აგვისტოს, მის.ჩოლოყაშვილის 3/5  E 302

ხელშეკრულების გაფორმებისთვის კანდიდატების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა)პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში -პასპორტის(ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD);

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი სადოქტორო პროგრამის მოთხოვნის მიხედვით - ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ დონეს; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში ( დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).

 ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი(მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

იხ. დანართი

2022 წელი

ბანერები