ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი სადოქტორო პროგრამებზე მისაღები გამოცდების საბოლოო შედეგები

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი სადოქტორო პროგრამებზე მისაღები გამოცდების საბოლოო შედეგები

ვაკანტური ადგილების რაოდენობა:

ბიზნესის ადმინისტრირება –2 ვაკანტური ადგილი
განათლების სადოქტორო პროგრამა – 7 ვაკანტური ადგილი
მათემატიკა – 2 ვაკანტური ადგილი

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 25 აგვისტოს

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სადოქტორო საფეხურზე ჩასარიცხი აპლიკანტები ხელშეკრულების გასაფრომებლად უნდა გამოცხადდნენ შემდეგი გრაფიკის მიხედვით.

გაითვალისწინეთ:
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას ადგილზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) ორი ფოტოსურათი და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD);
გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
დ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი აღიარებული საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი სადოქტორო პროგრამის მოთხოვნის მიხედვით – ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციის პროგრამით გათვალისწინებულ დონეს; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი(მხოლოდ ვაჟებისთვის);
ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა;
ზ)7-წლიანი მენეჯერული გამოცდილების ან/და GMAT (ქულა -მინიმუმ 550) დამადასტურებელი ცნობა (მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხ კანდიდატთათვის).

ბანერები