ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე გამოცხადებული მიღების ფარგლებში ინგლისური ენის გამოცდის შედეგები

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე გამოცხადებული მიღების ფარგლებში ინგლისური ენის გამოცდის შედეგები იხილეთ აქ. 

ინგლისური ენის გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 18 იანვარს, 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2021 წლის 21 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

სხვა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://bit.ly/3rzSdLj

 
ბანერები