ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები ინგლისური ენის გამოცდის განრიგი

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად ზეპირი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ დისტანციურად, პროგრამა ზუმის გამოყენებით, 2020 წლის 28 და 29 დეკემბერს.

გამოცდაზე დასასწრები ბმული საიდენტიფიკაციო კოდებისა და დროის მითითებით იხილეთ აქ. გამოცდაზე აპლიკანტი დაიშვება საიდენტიფიკაციო კოდით, განრიგში მითითებულ დროს.  გამოცდის ბმული გამოიგზავნება აპლიკანტის  მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე.

ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის  უფლებას.

მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ბანერები