რატომ უნდა ავირჩიო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა?
- ჩვენი პროგრამა დაფუძნებულია მასწავლებლის პროფესიისადმი თანამედროვე მოთხოვნებზე;
- ჩვენ გვყავს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი;
- ჩვენთან სტუდენტები და პროფესორები თანამშრომლობენ ერთმანეთთან;
- მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და უცხოელი ექსპერტებთან;
- ჩვენი პროგრამა პრაქტიკული უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული;
- სტუდენტებს ვთავაზობთ სასკოლო პრაქტიკის თანამედროვე მოდელს;
- მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ზოგადასაგანმანათლებლო სკოლებთან, მუზეუმებთან, დაცულ ტერიტორიებთან და სხვა;
- გვაქვს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
- ჩვენ შემოგთავაზებთ თქვენთვის მორგებულ სწავლების რეჟიმს;
- ჩვენ ვიყენებთ სასწავლო პროცესში ინტეგრირებულ ელექტრონული მართვის სისტემას;
- ჩვენს კურსდამთავრებულებს აქვთ დასაქმების მაღალი შანსი.
პროგრამის სრული აღწერა და პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული კურსების ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.