როგორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა?
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა შედგება:
- პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური მოდულისაგან,
- საგნობრივი მეთოდიკების მოდულისაგან;
- სასკოლო პრაქტიკის მოდულისაგან.
პროგრამის სიახლეს წარმოადგენს სასკოლო პრაქტიკის თანამედროვე მოდელი, რომელშიც სასკოლო პრაქტიკის კომპონენტი წარმოდგენილია როგორც ცალკეულ კურსებში ჩაშენებული, ასევე პრაქტიკის დამოუკიდებელი კურსის ფორმატით.