ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

როგორ განხორციელდება პროგრამაზე ჩარიცხვა და დაფინანსება?

როგორ განხორციელდება პროგრამაზე ჩარიცხვა და დაფინანასება?

1. პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარება. 

შენიშვნა: ვინაიდან პროგრამა ამზადებს საბაზო და საშუალო (უცხო ენებისა და ქართულის როგორც მეორე /უცხო ენის შემთხვევაში - დაწყებითი, საბაზო და საშუალო) საფეხურის საგნის მასწავლებელს, პროგრამის წინაპირობაა საბაზო და საშუალო საფეხურის საგნის გამოცდის ჩაბარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში.

2. წელს პროგრამაზე დაიშვებიან და სახელმწიფო დაფინანსებით ისარგებლებენ:

  • პირები, რომელთაც სურთ მოიპოვონ მასწავლებლობის უფლება და ჩააბარეს საგნის გამოცდა; 
  • მოქმედი მასწავლებლები, რომელთაც ჩაბარეს საგნის გამოცდა ან არიან სერტიფიცირებულები; 
  • სერტიფიცირებული არამოქმედი მასწავლებლები. 

3. გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, აპლიკანტი ირჩევს მისთვის სასურველ უნივერსიტეტს, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, და გადის შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრებას.

4. პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული კვოტების შესაბამისად.

5. პროგრამის დასრულების შემდეგ, პირი მოიპოვებს მასწავლებლობის უფლებას.

6. სკოლაში მუშაობის დაწყების შემთხვევაში, მას მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

პროგრამაზე რეგისტრაციის ვადები და წარსადგენი დოკუმენტაცია იხილეთ აქ.

 

ბანერები