ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აცხადებს ვაკანსიას მკვლევრის პოზიციაზე

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება, "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით, აცხადებს ვაკანსიას მკვლევრის პოზიციაზე. (ნახევარი განაკვეთი)

ძირითადი მოვალეობები:

** ჩართულობა ადამიანის უფლებათა მიმართულების საქმიანობაში;
** ჩართულობა ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კლინიკის საქმიანობაში;
** ადამიანის უფლებათა კლინიკის მუშაობისთვის საჭირო სხვადასხვა მონაცემების შეგროვება და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** ინგლისური ენის ცოდნა - არანაკლებ B2 დონისა.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint, Google სერვისები.

სამუშაო პერიოდი: 2020 წლის აპრილი - 2021 წლის ივნისი.

ანაზღაურება: 200 USD (ექვივალენტი ლარში).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ბანერები