ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

Caucasus Barcoding of Life Project-ის ვაკანსიები

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს პროექტში (ქართულ-სომხურ-გერმანული ინიციატივა ერთიანი კავკასიური ბიომრავალფეროვნების კვლევითი პლატფორმის განვითარება (CaBOL, Caucasus Barcoding of Life Project) შემდეგი პოზიციების დასაკავებლად:

  • პროექტის მენეჯერი და ტაქსონომიური კოორდინატორი (ზოგადი);

  • ტაქსონომიური კოორდინატორი (ზოოლოგია);

  • ტაქსონომიური კოორდინატორი (მცენარეთა ბიოლოგია);

  • ასისტენტი გენომურ ლაბორატორიაში (ორი ვაკანტური პოზიცია).

სამუშაო დატვირთვა თითოეული თანამდებობისთვის კვირაში 40 საათი (სრული სამუშაო დღე).

კანდიდატებს პირველ სამ ადგილზე მოეთხოვებათ ბიოლოგიური სისტემატიკის ცოდნა პროფესიულ დონეზე (ბოტანიკური სისტემატიკის მესამე პოზიციის შემთხვევაში), ამასთან ინგლისური ენის კარგი ცოდნა, სამეცნიერო კვლევისა და საორგანიზაციო საქმიანობის გამოცდილება, ხოლო მეოთხე პოზიციისთვის დნმ ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება, ინგლისური ენის ცოდნა და ბიოლოგიის საფუძვლების კარგი ცოდნა.  

დეტალური კრიტერიუმები, სამუშაოს აღწერა და პირობები იხილეთ ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV მხოლოდ ინგლისურ ენაზე ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@iliauni.edu.ge 2020 წლის 20 ივნისამდე.

გთხოვთ, subject ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.

ბანერები