ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ანაზღაურებადი სტაჟირება სამართლის სკოლის ადმინისტრაციაში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტთა სტაჟირებას

მოთხოვნები:

  • 2015 წლის ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ:
    სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა;
    ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დახმარება;
  • საინფორმაციო შეხვედრებისას სტუდენტთა დახმარება;
  • სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა.  

სტაჟირების პირობები

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 2
  • სტაჟირების ვადა - 2015 წლის 17 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით
  • გაიცემა სერტიფიკატი
  • სტაჟირება ანაზღაურებადია, თვიური სარგო 100 ლარი
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს. 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება რეზიუმეების მიხედვით;
მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას;

კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს  რეზიუმე- CV მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge   2015 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ საგნის  ველში მიუთითოთ დასახელება „ სამართლის სკოლის სტაჟიორი“.

ბანერები