


ვიდეოკონკურსი „ილიაუნი შენს კადრში“
კონკურსები
ვის შეუძლია ვიდეოკონკურსში მონაწილეობა?
მე-12 კლასის მოსწავლეს / აბიტურიენტს, რომელიც დაესწრება ილიაუნის ღია კარის დღის აქტივობებს 29 მარტს.
რა არის საჭირო კონკურსში მონაწილეობისთვის?
- მოდი ღია კარის დღეზე
დაესწარი ყველა საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობას, გაიცანი ილიაუნის გარემო და მიიღე სასურველი ინფორმაცია
- გადაიღე მნიშვნელოვანი მომენტები და შექმენი ვიდეო
როგორ გაატარე დრო ილიაუნის ღია კარის დღეზე, რომელ აქტივობებში ჩაერთე, რა ინფორმაცია მიიღე და რა შთაბეჭდილება დაგრჩა. ვიდეოს ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.
- გაავრცელე ვიდეო სოციალურ ქსელებში
გამოაქვეყნე გადაღებული ვიდეო TikTok-ისა ან/და Instagram-ის პირად გვერდებზე 10 აპრილის ჩათვლით, აუცილებლად მონიშნე ილიაუნის ოფიციალური TikTok-ისა (https://www.tiktok.com/@iliauni_) ან/და Instagram-ის (https://www.instagram.com/iliauniedu/) ოფიციალური გვერდები და გამოიყენე ჰეშთეგი #iliauni.
- გაიარე მარტივი რეგისტრაცია
ვიდეოს გავრცელების შემდეგ გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/2jx4a
გაიმარჯვე და დასაჩუქრდი
I ადგილი – ლეპტოპი ASUS Vivobook 15 OLED
II ადგილი – კამერის სტაბილიზატორი (Hohem Gimbal ISM5 Kit Black)
III ადგილი – წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 200-ლარიანი ვაუჩერი და ილიაუნის ბრენდირებული ნივთები
შეფასების კრიტერიუმები
- თემის შესაბამისობა, ნათლად გადმოცემა
- შინაარსობრივი ღირებულება
გამარჯვებულის გამოვლენა
- გამარჯვებულებს გამოავლენენ ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, არაუგვიანეს 15 აპრილისა.
2025