


ფოტოკონკურსი „ჩემი დამოუკიდებელი არჩევანი“
კონკურსები
პროფესიის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ამ პროცესში ბევრ რჩევას ისმენ, მრავალი კითხვა გიჩნდება, თუმცა ყველაზე მთავარი დამოუკიდებლად მიღებული არჩევანია. გადმოეცი შენი პროფესიული არჩევანი ერთ კადრში, ჩაერთე ფოტოკონკურსში „ჩემი დამოუკიდებელი არჩევანი“ და მოიგე პრიზები.
ვის შეუძლია ფოტოკონკურსში მონაწილეობა?
მე-12 კლასის მოსწავლეს / აბიტურიენტს
რა არის საჭირო კონკურსში მონაწილეობისთვის?
გადაიღე ფოტო, რომელიც ასახავს შენს დამოუკიდებელ პროფესიულ არჩევანს.
კონკურსის პირობები
- ფოტო უნდა იყოს კონკურსანტის მიერ გადაღებული და არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს;
- ფოტო არ უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამუშავებული;
- ფოტო შეიძლება გადაღებული იყოს როგორც ფოტოაპარატით, ასევე მობილური ტელეფონით;
- ფოტოს ფორმატი უნდა იყოს JPEG/JPG/PNG, არა უმეტეს 10 მეგაბაიტი.
- კონკურსანტს შეუძლია გამოაგზავნოს 1 ფოტო.
შეფასების კრიტერიუმები
თემის შესაბამისობა, ნათლად გადმოცემა
კომპოზიცია, მხატვრული და შინაარსობრივი ღირებულება
გამარჯვებულების გამოვლენა
- გამარჯვებულებს გამოავლენენ ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის, ფოტომოყვარულთა კლუბის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ილიაუნის ღია კარის დღეზე, 29 მარტს, 17:30 საათზე;
- კონკურსში გამოვლინდება 3 გამარჯვებული;
- პრიზის მისაღებად აუცილებელი პირობაა ღია კარის დღეზე დასწრება.
საავტორო უფლებები
ფოტოზე საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს.
ილიაუნის უფლება აქვს გამოიყენოს ფოტო სოციალურ პლატფორმებზე ან ბეჭდურ საშუალებებში ავტორის დასახელებით.
პრიზები:
I ადგილი – პროფესიონალური ფოტოკამერა Canon EOS 2000D
II ადგილი – კამერის სტაბილიზატორი (Hohem Gimbal ISM5 Kit Black)
III ადგილი – წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 200-ლარიანი ვაუჩერი და ილიაუნის ბრენდირებული ნივთები
კონკურსში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდი ბმულზე: https://shorturl.at/HsB67
ნამუშევრის გამოგზავნის ბოლო ვადა: 27 მარტი, 12:00 საათი
2025