რეგისტრაცია ტრენინგკურსზე „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა“
კონკურსები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგკურსზე „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა“.
კურსის მიზნები:
კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების ძირითადი პრინციპების გაცნობა;
აქტუალური შემთხვევებისა და ახალი ტენდენციების შესახებ სასარგებლო ინფორმაციის გაზიარება და ამ მიმართულებით პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება.
კურსის თემები:
- კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა;
- კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერების პრინციპები;
- ღია მეცნიერებები და FAIR მონაცემები;
- ნაშრომის გამოქვეყნება და ეთიკა;
- კვლევის შედეგების პრაქტიკული მნიშვნელობა და სხვ.
კურსის ფარგლებში დაგეგმილია სინქრონული ონლაინშეხვედრები (ჯგუფთან შეთანხმებით გაიმართება 2025 წლის იანვარში) და ასინქრონული დავალებები. ხანგრძლივობა − ერთი თვე.
მონაწილეებისთვის აუცილებელია ინგლისური ენის მინ. B2 დონეზე ფლობა. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
კურსს გაუძღვებიან:
ნინო ჯავახიშვილი, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი;
ჯანა ჯავახიშვილი, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი;
გიგა ხოსიტაშვილი, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს, რეგისტრაცია შესაძლებელია 22 დეკემბრის ჩათვლით. მსურველების დიდი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტებს.
ტრენინგკურსი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანი უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესებაა.
2024