ილიაუნის ზამთრის საერთაშორისო სკოლა 2025
ახალი ამბები
17-19 იანვარს და 24-26 იანვარს ილიაუნის დედოფლისწყაროს ბაზაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება ზამთრის საერთაშორისო სკოლა 2025.
სამი დღის განმავლობაში პროგრამა სტუდენტს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, განივითაროს მნიშვნელოვანი უნარები, დაამყაროს ახალი კონტაქტები და, ამავდროულად, საინტერესო გარემოში გაატაროს დრო.
სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს (ადგილობრივ სტუდენტებს მოეთხოვებათ B2 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი).
პროგრამის ძირითადი მიმართულებები:
- კარიერული განვითარება
- ინტერკულტურული კომუნიკაცია
- მენტალური ჯანმრთელობა
პროგრამის თარიღები:
- პირველი ნაკადი: 2025 წლის 17-19 იანვარი
- მეორე ნაკადი: 2025 წლის 24-26 იანვარი
დაშვების პირობები: ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები
განაცხადის ვადა: 2024 წლის 27 დეკემბერი, 18:00 სთ
განაცხადის ფორმა: აპლიკაცია
სამუშაო ენა: ინგლისური
ადგილმდებარეობა: ილიაუნის დედოფლისწყაროს ბაზა
2024