ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსი NOVA IDEA 2022 უკრაინის მხარდასაჭერად

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ახორციელებს  საგრანტო პროექტს Nova Idea, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი იდეები რეალობად აქციონ და ამისთვის საჭირო დაფინანსება / თანადაფინანსება 10 000 ლარის ფარგლებში უნივერსიტეტისგან მოიპოვონ.

წელს უმძიმესი მოვლენების გამო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არაერთმა სტუდენტმა მოგვმართა უკრაინის მხარდამჭერი ინიციატივით.

შესაბამისად, საჭიროდ ჩავთვალეთ, საგრანტო კონკურსის ფარგლებში სწორედ უკრაინის მხარდამჭერი სტუდენტური ინიციატივები მიგვეღო განსახილველად და კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით მათგან საუკეთესოებისთვის ფინანსური ან/და სხვა ტიპის მხარდაჭერა აღმოგვეჩინა.   

კონკურსის ეტაპები

კონკურსი 3 ეტაპად განხორციელდება. 

ეტაპი 1: კონკურსის მონაწილედ რეგისტრაცია და იდეის წარდგენა

რეგისტრაციის ბოლო ვადა – 21 მაისი

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/39897fo 

შეფასების მთავარი კრიტერიუმი:

  • რამდენად რეალურია პროექტის განხორციელება
  • რამდენად ეფექტიანია პროექტი (მასშტაბისა (შედეგი, ჩართული ადამიანების რაოდენობა) და მოთხოვნილი დაფინანსების თანაფარდობის თვალსაზრისით)  

დამატებითი ფაქტორი: უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომლებსაც მოპოვებული ექნებათ გარეშე ორგანიზაციების, პირების მხარდაჭერა და უნივერსიტეტისგან მოთხოვნილი რესურსი იქნება თანამონაწილეობა, დაფინანსება.

ეტაპი 2: შერჩეული იდეების ავტორებისთვის მენტორ-­სესიების ორგანიზება

მენტორ-სესიები ჩატარდება შემდეგი მიმართულებებით:

  • პროექტის შედგენა და მართვა;
  • პროექტის ბიუჯეტის შედგენა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო შესყიდვების პროცესის დაგეგმვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ორგანიზაციაში, არსებული რეგულაციების შესაბამისად;   
  • პროექტის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება.      

მენტორ-სესიების ჩატარების პერიოდი: მაისი – ივნისი, 2022

ეტაპი 3:  პროექტის საბოლოო ფორმით წარდგენა და პროექტის განმხილველი საბჭოს მიერ გამარჯვებულთა გამოვლენა  

პერიოდი: ივნისი, 2022

კონკურსის თემატიკა

იმისთვის, რომ წარმოდგენილი პროექტი საგრანტო კონკურსის საბჭომ განიხილოს, ქვემოთ ჩამოთვლილი სამი კატეგორიიდან ერთ-ერთს უნდა შეესაბამებოდეს: 

  • სეზონური საგანმანათლებლო-კულტურული ბანაკების/სკოლების ორგანიზება (უკრაინელი სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის) 
    • ფორმატი ფიზიკური / დისტანციური
    • ფიზიკურ სივრცეში ჩატარებული აქტივობის შემთხვევაში განხორციელების პერიოდი – არა უადრეს 2022 წლის ივლისი. მონაწილეები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოში.
    • ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტების განხორციელება; 
    • თემატიკა, რომელიც განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს აერთიანებს.  

დამატებითი პირობები

  • პროექტის განხორციელებისთვის უნივერსიტეტისგან მოთხოვნილი დაფინანსება / თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს;
  • პროექტის დასრულების ვადა – არა უგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა.

პროექტების განმხილველი საბჭო 

Nova Idea 2022-ის ფარგლებში შემოსულ სტუდენტურ პროექტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და, თემატიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა დარგის მკვლევრებთან ერთად განიხილავს სპეციალურად საგრანტო კონკურსისთვის შექმნილი საბჭო. 

ვის შეუძლია სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსში Nova Idea 2022 მონაწილეობა? 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს (არა უმეტეს 4 სტუდენტის შემადგენლობით).

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დასრულების დროისთვის პროექტის წარმდგენ პირ(ებ)ს ჰქონდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი.

კონკურსში მონაწილეობისა და პროექტების განხილვის ვადები 

როგორ გავხდე კონკურსის Nova Idea 2022 მონაწილე?

იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო პროექტების დაფინანსების საგრანტო კონკურსში Nova Idea 2022, საჭიროა შეავსო ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის 21 მაისისა.

გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ილიაუნის კორპორაციული ელექტრონული მისამართიდან (@iliauni.edu.ge).

დამატებითი ინფორმაციისთვის

pr@iliauni.edu.ge

2022 წელი

 



ბანერები