ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა ღია სტუდენტურ კონკურსთან დაკავშირებით

ღონისძიებები

5 თებერვალს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრას ღია სტუდენტურ კონკურსთან დაკავშირებით.

კონკურსი, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი SDC-ის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს, ითვალისწინებს ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი კომპლექსის დაპროექტებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების არქიტექტურის მიმართულების/პროგრამის სტუდენტებს ან სტუდენტთა ჯგუფებს (არაუმეტეს 3 სტუდენტის შემადგენლობით).

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/konkursebi/studenturi-konkursi.page

დრო: 5 თებერვალი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

თქვენი დასწრება მნიშვნელოვანია.

ბანერები