ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ლეინ კირკლანდის სახელობის სტიპენდია

კონკურსები

პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი და პოლონურ-ამერიკული ფულბრაიტის კომისია აცხადებენ კონკურსს ლეინ კირკლანდის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად 2016-2017 აკადემიური წლისათვის.

პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, ორი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ პოლონურ უნივერსიტეტებში და გაიარონ 2-კვირიანი სტაჟირება პოლონეთის სახელმწიფო/კერძო სტრუქტურებში. პროგრამის მონაწილეები მიიღებენ სტიპენდიას თვეში 1800 პოლონური ზლოტის ოდენობით. პროგრამა ფარავს სწავლების, დაბინავების, დაზღვევის, მგზავრობის, ვიზის, წიგნებისა და სხვა სასწავლო მასალების ხარჯებს.

სფეროები:

  • ეკონომიკა და მართვა;
  • ადმინისტრირება/მართვა;
  • საჯარო ადმინისტრირება;
  • სამართალმცოდნეობა;
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები (საზოგადოებრივი ფსიქოლოგია, სოციოლოგია);
  • პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები;
  • განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება.

უცილებელი მოთხოვნები:

  • უკრაინის, ბელარუსის, რუსეთის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის ან ყირგიზეთის მოქალაქეობა ან მუდმივად ცხოვრების უფლება;
  • მაგისტრის წოდება;
  • 35 წლამდე ასაკი (დასაბუთების შემთხვევაში, 40 წლამდე ასაკი);
  • პოლონური ენის ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული კურსი იკითხება ინგლისურ ენაზე);
  • პროფესიული გამოცდილება 2 წელი.

2016-2017 სასწავლო წელს პროგრამაში მონაწილეობის კანდიდატები შეიძლება იყვნენ:

  • ექსპერტები, პოლიტიკოსები, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლები;
  • მეწარმეები და მენეჯერები;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, კულტურისა და საზოგადოებრივი აქტივობის ანიმატორები;
  • უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები;
  • ჟურნალისტები.

საჭირო დოკუმენტაცია:

  • შევსებული განაცხადის ფორმა;
  • ორი სარეკომენდაციო წერილი (პოლონურ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.

განაცხადების მიღების ბოლო დღეა 2016 წლის 1-ლი მარტი.

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის და სააპლიკაციო პროცედურის შესახებ: www.kirkland.edu.pl

ინფორმაცია ფონდის - ,,განათლება და დემოკრატიისთვის“ - შესახებ: http://www.edudemo.org.pl

ლეინ კირკლანდის სტიპენდიასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: kirkland@kirkland.edu.pl

ბანერები