ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

„კონსტრუქტორი“ – კონკურსი მოსწავლეებისთვის

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის მიმართულებები საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს „კონსტრუქტორი“.

მიზანი

კონკურსის მიზანია სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის მიმართულებების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ამ დარგების, როგორც თანამედროვე მსოფლიოს იერსახის განმსაზღვრელი დარგების, მნიშვნელობის ხაზგასმა.

კონკურსის თემა

სკოლაში მოსწავლეები დღის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ. ბოლო წლებში სასკოლო გარემო, შენობა-ნაგებობები, ინფრასტრუქტურა ტრანსფორმაციას განიცდის – საბჭოთა არქიტექტურისა და გეგმარების სკოლების კვალდაკვალ ჩნდება თანამედროვე, ფერადი სკოლები რეკრეაციული სივრცეებით, სამკითხველო დარბაზებით, ლაბორატორიებით.

ჩვენი კონკურსი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სახლის პირობებში მეორადი მასალების, საკანცელარიო ნივთების გამოყენებით თავად შექმნან სასურველი სკოლის, სასკოლო სივრცის მაკეტი და ფართო აუდიტორიას აჩვენონ, როგორ გარემოში ისურვებდნენ სწავლას.

საკონკურსო დავალება

  • შექმენით სკოლის ან სასკოლო სივრცის მაკეტი მეორადი მასალების ან/და საკანცელარიო ნივთების გამოყენებით;
  • გადაიღეთ მაკეტის შექმნის ვიდეოტუტორიალი, რომელშიც წარმოაჩენთ მაკეტის შექმნის პროცესის ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდს, მასალებს, რომელთაც მაკეტის შესაქმნელად გამოიყენებთ;
  • ჩაწერე 3-წუთიანი ვიდეოპრეზენტაცია, რომელშიც გაგვაცნობთ საკუთარ თავს, გვაჩვენებთ თქვენი პროექტის საბოლოო სახეს და აღწერთ მის კონცეფციას – რატომ სწორედ ასეთი გარემო? მოგვიყვებით თქვენს სამომავლო გეგმებზე;
  • საჭიროა მშობლის / კანონიერი მეურვის თანხმობის წერილი მოწოდებული ვიდეორგოლების გავრცელებაზე;
  • შეავსე ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა, რომელშიც ატვირთავ მაკეტის შექმნის პროცესის ვიდეორგოლს, ვიდეოპრეზენტაციას, და გამოგვიგზავნე.

თქვენი მაკეტი შესაძლებელია წარმოაჩენდეს, როგორც სკოლის სრულ შენობას, ასევე მის გარკვეულ სივრცეს (მაგ.: რეკრეაციულ ზონას, საკლასო ოთახს, სამკითხველო დარბაზს, ლაბორატორიას ან/და ისეთ სივრცეს, რომელიც არც ერთ სკოლაში არ არის, მაგრამ თვლით, რომ კარგი იქნებოდა ასეთი სივრცე ჰქონდეს).

უპირატესობა მიენიჭება საკონკურსო დავალებებს, რომლებიც შესაბამისობაში იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან: https://uni.cf/3f7glAY

კონკურსის ვადები და პირობები

კონკურსი განკუთვნილია საშუალო საგანმანათლებლო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის. მათ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად (გუნდში წევრების მაქსიმალური რაოდენობა: 3)

საკონკურსო დავალებების მიღება დაიწყება 2021 წლის 31 მაისიდან და გაგრძელდება 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება 30 ივნისის ჩათვლით, 23:59 საათამდე.

სააპლიკაციო ბმული: https://bit.ly/3wlu7pd

გამარჯვებულების გამოვლენა

კონკურსის ჟიური მონაწილეთა შორის შეარჩევს ფინალისტებს, რომელთა ვიდეოპრეზენტაციებიც ივლისის თვეში განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე და ფართო აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა ნამუშევრები შეაფასოს ფეისბუქის შემდეგი ემოციებით – like, love, care,wow.

ფინალი გაიმართება დისტანციურად, პლატფორმა ზუმის გამოყენებით, რომელშიც კონკურსის ჟიური საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებული პროექტების ავტორებს ორ ასაკობრივ კატეგორიაში:

  • ასაკობრივი ჯგუფი 1: 12 – 14
  • ასაკობრივი ჯგუფი 2: 15 – 17

ფინალზე დასახელდება ფეისბუქსაზოგადოების რჩეული გუნდები იმავე ასაკობრივ კატეგორიებში.

პრიზები

  • ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სასწავლო ვაუჩერი

გამარჯვებული პროექტის ავტორებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადასცემს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სასწავლო ვაუჩერს, რომლითაც შეძლებს სრულად დაიფინანოს უნილაბის კურსებიდან სასურველი კურსის (Front-end და დიზაინის საწყისები; Unity 3D; C#) სწავლა; 

  • წიგნის სახლის „ლიგამუსის“ ვაუჩერი

გამარჯვებული პროექტის ავტორები დაჯილდოვდებიან ილიაუნის წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 200-ლარიანი ვაუჩერით და შეძლებენ მათთვის სასურველი წიგნების შეძენას.

დამატებითი შეკითხვებისთვის

pr@iliauni.edu.ge

2021 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები