ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

კონკურსი სტუდენტებისთვის - ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრების გამოსავლენად

კონკურსები

თუ ხარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და გინდა გახდე ილიაუნის 2015 წლის ლიტერატურული კონკურსის  ჟიურის წევრი, 8 მარტამდე ელექტრონულ ფოსტაზე pr@iliauni.edu.ge გამოგზავნე ესე თემაზე "რომელ ქართულ რომანს მივიჩნევ საუკეთესოდ და რატომ". ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1500 სიტყვას. <<Subject >> ველში  ჩაწერე „ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი 2015“.

ასევე, არ დაგავიწყდეს მიუთითო საკუთარი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი (მობილური), ელექტრონული მისამართი, ფაკულტეტი, პროგრამა და კურსი.

კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება მაისის თვეში.

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი 2015

ილიაუნის 2015 წლის ლიტერატურულ კონკურსი გამოავლენს ბოლო ორი წლის (2014-2015) განმავლობაში გამოქვეყნებულ საუკეთესო ქართულ რომანს. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით - 10 000 ლარით დაჯილდოვდება. ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ბანერები