ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვალიადოლიდის უნივერსიტეტში მობილობისათვის

კონკურსები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის ვალიადოლიდის უნივერსიტეტში მობილობის განხორციელების მიზნით.

სტიპენდიის რაოდენობა:

  • ყოველთვიური სტიპენდია – 850 EUR
  • სამგზავრო ხარჯებისათვის – 820 EUR

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას);
  • ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 60 კრედიტი;
  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტისათვის მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მისი ძირითადი/მომიჯნავე მიმართულებით, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის – ძირითადი ან მეორადი პროფესიის მიმართულებით; (შემოთავაზებული კურსების ჩამონათვალი იხილეთ: https://uvamobplus.uva.es/publico/courses)
  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების Erasmus Mundus ან/და Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი მობილობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას მინიმუმ B2 დონეზე, რის შესახებაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სტუდენტი ვალდებულია, მასპინძელ უნივერსიტეტში მოიპოვოს მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 30 ECTS კრედიტი; მასპინძელ უნივერსიტეტში მიღებული კრედიტები აღიარებადი უნდა იყოს სტუდენტის მშობლიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი 

ელექტრონული განაცხადი უნდა წარადგინოთ მხოლოდ ვალადოლიდის უნივერსიტეტის პლატფორმაზე: https://uvamobplus.uva.es/

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 16 აპრილი (11:00AM, ესპანეთის დროით), 2021 წელი

მობილობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://uvamobplus.uva.es/files/80444/33/Sellado_Convocatoria_EN.pdf

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ: ka107.erasmusplus@uva.es

ბანერები