ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტისათვის

კონკურსები

გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის 2021/22 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში მობილობის განხორციელების მიზნით.

მობილობის პერიოდი: 4 თვე

სტიპენდიის მოცულობა:

  • ყოველთვიური სტიპენდია – 850 EUR
  • სამგზავრო ხარჯებისათვის – 530 EUR

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში;
  • ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინ. 60 კრედიტი;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას მინიმუმ B2 დონეზე, რის დასადასტურებლადაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი;
  • კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების Erasmus Mundus ან/და Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი მობილობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;

 მასპინძელი უნივერსიტეტი განაცხადებს  მიიღებს ელექტრონულად: ელექტრონული განაცხადის ფორმა

 ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

  • პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სრული და განახლებული ნიშნების ფურცელი;
  • ცნობა ნომინირების შესახებ მშობლიური უნივერსიტეტიდან (გთხოვთ, დოკუმენტის მისაღებად დაგვიკავშირდეთ მისამართზე: erasmusplus@iliauni.edu.ge; გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტის მომზადებას ესაჭიროება 2-3 სამუშაო დღე);
  • მშობლიური და მასპინძელი უნივერსიტეტების მიერ ხელმოწერილი სასწავლო ხელშეკრულება (შაბლონი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის; შაბლონი დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  • მასპინძელი უნივერსიტეტის სასურველი სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორის მიერ გაცემული წინასწარი თანხმობის წერილი (გაცვლითი პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ოფიციალურ სამაგისტრო პროგრამებზე) (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  • მასპინძელი უნივერსიტეტის სასურველი სადოქტორო პროგრამის კოორდინატორის მიერ გაცემული წინასწარი თანხმობის წერილი (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის),

კანდიდატმა ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებასთან ერთად ჩამოთვლილი დოკუმენტები კონკურსის ვადების დაცვით უნდა გაგზავნოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე: erasmus.ka107@uab.cat

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2021 წელი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2Pp3OPd

ბანერები