


ილიაუნის საზაფხულო სკოლა - „პოლიტიკის ფილოსოფია“
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 5-დან 7 ივნისის ჩათვლით ჩაატარებს საზაფხულო სკოლას თემაზე - „პოლიტიკის ფილოსოფია“.
საზაფხულო სკოლას გაუძღვებიან ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები:
გიგა ზედანია, მამუკა ბერიაშვილი, გია ნოდია, გიორგი ცხადაია, ბექა კობახიძე
ზაფხულის სკოლაში განხილული იქნება შემდეგი თემები:
სოკრატე, როგორც ანტიკურობის განმანათლებელი
არისტოტელე -"პოლიტიკისა" და "დიდი ეთიკის" ანალიზი
ალექსის დე ტოკვილი - "დემოკრატია ამერიკაში”
პოლიტიკური რეალიზმი -ჰობსი და მაკიაველი
განმანათლებლობის ძირითადი კონცეპტები
პოლიტიკა და ფსიქოანალიზი
1918-1921 წლების საქართველოს იდეოლოგიის გამომხატველი დოკუმენტების ანალიზი
სკოლაში მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა კურსისა და მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს.
მონაწილეობის მსურველებმა, არაუგვიანეს 2015 წლის 28 მაისისა, ელექტრონულ მისამართზე student.service@iliauni.edu.ge უნდა გამოაგზავნონ ესე თემაზე - „რატომ ვარ დაინტერესებული პოლიტიკით“ (800-1000 სიტყვა). ნაშრომი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 2 ციტირებას; ასევე - სრულად უნდა იყოს დაცული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი. ესე უნდა გამოიგზავნოს word-ის ფაილში და პირველსავე გვერდზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: თქვენი სახელი, გვარი, ფაკულტეტი, კურსი, პირადი ნომერი და მობილური ტელეფონის ნომერი. გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ „საზაფხულო სკოლა“.
სკოლა ჩატარდება ილიაუნის კომფორტულ სასწავლო ბაზაზე დედოფლისწყაროში.
შერჩეული სტუდენტების მონაწილეობის ხარჯებს (ტრანსპორტირება, სამჯერადი კვება, სასტუმროში ცხოვრება, სასწავლო მასალები) სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.