ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ესეების კონკურსი მოსწავლეებისთვის „რა გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ შენს უფლებებზე?“

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების X-XII კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე „რა გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ შენს უფლებებზე?”

ესეის თემა
კორონავირუსის პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა ბავშვებზე, განსაკუთრებით მათი ჯანმრთელობის, განათლებისა და ძალადობისგან დაცვის უფლებებზე.

ბავშვებისთვის რთული აღმოჩნდა დისტანციური სწავლების სისტემაში ჩართვა, მათ დიდ ნაწილს კი საერთოდ არ მიუწვდებოდა ხელი კომპიუტერსა თუ ინტერნეტზე.

სკოლის მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიურ კვალს ტოვებს პანდემიის გამო აუცილებელი სოციალური იზოლაციის პირობებში თანატოლებთან ურთიერთობის ნაკლებობაც.

ესეის თემა შეიძლება იყოს ბავშვის ნებისმიერი უფლება, რომელზეც პანდემიამ გავლენა მოახდინა.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობისთვის მნიშვნელოვანია შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა და სააპლიკაციო ფორმაში ატვირთოთ ესეი.

სააპლიკაციო ფორმის შევსებისა და მასში ესეის ატვირთვისას გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები:

  • ატვირთეთ მხოლოდ ერთი ესეი;
  • ესეიში დაიცავით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი , პლაგიატის შემთხვევაში მიღებული ესეი არ განიხილება კომისიის მიერ;
  • ესეი გამოგზავნეთ 30 დეკემბრის 23:59 საათამდე, დაგვიანებით მიღებული ესეები არ განიხილება;
  • ესეი დაწერეთ ქართულ ენაზე და ქართული ფონტით;
  • ესეის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას;
  • ესეი გამოგვიგზავნეთ MS Word-ის ფორმატში, გამოიყენეთ შრიფტი: Sylfaen, შრიფტის ზომა: 12; ინტერვალი: 1,15;
  • ყურადღებით შეავსეთ აპლიკაციის თითოეული ველი.

პრიზი
კონკურსის ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებიც მოიპოვებენ სხვადასხვა ტიპის დაფინანსებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლისთვის.

I ადგილზე გასული კონკურსანტი – 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი
II ადგილზე გასული კონკურსანტი – 800-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი
III ადგილზე გასული კონკურსანტი – 500-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი

სასტიპენდიო ვაუჩერით სარგებლობას შეძლებთ იმ შემთხვევაში, თუ სკოლის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში განაგრძობთ სწავლას.

კონკურსში მონაწილეობის მიღებით მოსწავლე ეთანხმება კონკურსის პირობებს.

ესეების მიღების ბოლო ვადა: 30 დეკემბერი, 2020 წ.

სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2VXCFCw

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ მარიამ დევიძეს, ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარს, მისამართზე: mari.devidze.1@iliauni.edu.ge.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება იტოვებს უფლებას, არ შეარჩიოს გამარჯვებული/ები, თუ მიღებული ესეები არ დააკმაყოფილებს კონკურსის პირობებს.

 

ბანერები