ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის

კონკურსები

საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს.

ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  • პროზის ქართული თარგმანი
  • პოეზიის ქართული თარგმანი
  • სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანი
  • ესეს და დოკუმენტური პროზის ქართული თარგმანი
  • კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება;

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, მათ შორის დოქტორანტებს (35 წლამდე);
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

კონკურსის ეტაპები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაშრომების განხილვის, მათ შორის ოთხივე ნომინაციის მიხედვით თითო საუკეთესოს გამოვლენისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენის მიზნით;
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტებიდან შემოსული თარგმანებიდან ოთხივე ნომინაციის მიხედვით დასაჯილდოებლად გამოავლენს კანდიდატებს და თავის გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს;
  • საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატების დაჯილდოების შესახებ.

კონკურსის ვადები:

  • კონკური გამოცხადდა 2023 წლის 1 მარტს;
  • საკონკურსო თარგმანების, მათი ორიგინალებისა და საბუთების ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის წარდგენა სტუდენტებს შეუძლიათ 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით;
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკონკურსო ნამუშევრები წარედგინება არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა;
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი გამოავლენს საუკეთესო თარგმანებს და საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს 2023 წლის 15 დეკემბრამდე.
  • გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 2023 წლის მიწურულს ორბელიანების სასახლეში

საკონტაქტო ინფორმაცია:

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
Student.affairs@iliauni.edu.ge
2 22 00 09 (270)

2023

ბანერები