ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

თბილისის მიმართვა ევროპას - მიხალ ჰვორეცკის საჯარო გამოსვლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

წამყვანი სლოვაკი ინტელექტუალი, მიხალ ჰვორეცკი, საქართველოს დედაქალაქიდან მიმართავს ევროპას. რომანისტი და ესეისტი ირონიით, ისტორიული სიღრმითა და მკაფიო პოლიტიკური ხედვით აანალიზებს დემოკრატიის მყიფე ბუნებას და თანამედროვე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკურ წინააღმდეგობებს. თავის უახლეს წიგნში „დისიდენტი“ ის ყურადღებას ამახვილებს წინააღმდეგობის, სამოქალაქო გამბედაობისა და მზარდად პოლარიზებულ ევროპაში განსხვავებული აზრის მნიშვნელობის საკითხებზე.

ევროპა ბევრისთვის არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური აქტორი, არამედ – განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული პერიფერიიდან დანახული – თავისუფლების, სამართლიანობისა და ღირსების სიმბოლოა. ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატებისნაირ ძველ და უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან მზარდი დისტანცირების, რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და ახალი, მკვეთრად გამოხატული ნაციონალიზმის აღზევების ფონზე, ევროპა საკუთარი თავის ხელახლა განსაზღვრის ამოცანის წინაშე დგას. შესაძლოა, საქართველო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უმკლავდებოდა იმპერიულ საფრთხეს და ყოველთვის ახერხებდა თავიდან დაწყებას, არის ის ადგილი, საიდანაც ევროპა უკეთ გაიაზრებს საკუთარ გზას.

ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიტერატურული ხმა საუბრობს იმაზე, რას ნიშნავს ევროპა დღეს და რა ძალისხმევაა საჭირო მის დასაცავად.

სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე.

დეტალურად დებატების შესახებ: Tbilisi 2026 – Debates On Europe

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 13 ივნისი, 19:00-20:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები