დოქტორ ირის ხარალამბიდუს საჯარო ლექცია „კვიპროსი – ხმელთაშუა ზღვის ბიომრავალფეროვნების კერა“
ღონისძიებები
21 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიოლოგიისა და ეკოლოგიის დოქტორი ირის ხარალამბიდუ წაიკითხავს საჯარო ლექციას „კვიპროსი – ხმელთაშუა ზღვის ბიომრავალფეროვნების კერა“.
მომხსენებელი ისაუბრებს კვიპროსის მდიდარსა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაზე. კვიპროსი აღიარებულია ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან კერად და ენდემური ფლორისა და ფაუნის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ლექცია შეეხება კუნძულის ეკოსისტემების ეკოლოგიურ მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობას გლობალური გარემოსდაცვითი ცვლილებების პირობებში.
დოქტორი ირის ხარალამბიდუ ბიოლოგი და ეკოლოგია (ბიოლოგიის ბაკალავრი – საბერძნეთი, ეკოლოგიის მაგისტრი – ჩრდილოეთ უელსი, ეკოლოგიის დოქტორი – ნიდერლანდები). ბოლო 30 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიმართულებით საბერძნეთში, ინგლისში, უელსში, ნიდერლანდებში, დანიასა და კვიპროსში. ოთხი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელია. 2010 წლიდან მუშაობს ნიქოზიის უნივერსიტეტში. მისი კვლევისა და სწავლების ძირითადი მიმართულებებია: ფრინველთა ეკოლოგია, ფრინველები, როგორც გარემოს ჯანმრთელობის ინდიკატორები და კლიმატის ცვლილების გავლენა ბიომრავალფეროვნებაზე; მისი საქმიანობა აღიარებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მონაწილეობდა მრავალ მედიაპროექტსა და შვიდ დოკუმენტურ ფილმში; ორი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. 2023 წელს Jackson Wild-მა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (UN) და CITES-მა დაასახელეს „ბუნების დაცვის გმირად“ (Conservation Hero).
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 21 მაისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ.წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026