ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კარიერული განვითარების პროექტი Level UP – მეხუთე შეხვედრის თემა „საკუთარი თავის წარმოჩენა და დამსაქმებელთან გასაუბრება“

ღონისძიებები

21 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში გაიმართება მეხუთე, დასკვნითი ლექცია საკუთარი თავის წარმოჩენა და დამსაქმებელთან გასაუბრების (Job Interview) შესახებ.

შეხვედრას გაუძღვება ანა ყულოშვილი, Helio AI-ის მომხმარებელთა წარმატებისა და კორპორაციული კულტურის ლიდერი/ხელმძღვანელი.

შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ წარმოაჩინონ დამაჯერებლად უნარები, მოტივაცია და გამოცდილება პროფესიულ გარემოში, როგორ მოემზადონ დამსაქმებელთან გასაუბრებისთვის.

Level UP შედგება 5 ლექციისგან, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 21 მაისი, 13:00 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები