სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: ინტეგრაცია, უსაფრთხოება და რეგიონული გარდაქმნები“
ღონისძიებები
20 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: ინტეგრაცია, უსაფრთხოება და რეგიონული გარდაქმნები“.
კონფერენცია მიზნად ისახავს სტუდენტთა აკადემიური კვლევის, კრიტიკული აზროვნებისა და დისკუსიის წახალისებას ევროინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ.
სტუდენტები კონფერენციაზე წარადგენენ მოხსენებებს ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიის, ევროპული ინტეგრაციის, უსაფრთხოებისა და რეგიონული ტრანსფორმაციების შესახებ.
კონფერენციაში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპისმცოდნეობისა და მომიჯნავე მიმართულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები.
გამოვლინდება სამი საუკეთესო სტუდენტური მოხსენება, რომელთა ავტორებს გადაეცემათ წიგნის სახლ „ლიგამუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერები. საუკეთესო ნაშრომები ელექტრონული კრებულის სახით გამოიცემა, ხოლო ღონისძიების მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატები.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს ელფოსტაზე: jeanmonnetchair@iliauni.edu.ge
დრო: 20 მაისი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
2026