ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ გიორგი გვალიას წიგნის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია ილიაუნიში

ღონისძიებები

20 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება პროფესორ გიორგი გვალიას წიგნის „ევროკავშირი, როგორც გლობალური აქტორი: ინსტიტუტები, ღირებულებები და ინტერესები“ პრეზენტაცია.

11:30 საათზე გაიმართება პანელური დისკუსია „ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: ურთიერთობების დინამიკა, გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ:

  • ივანე ლომიძე - ასოცირებული პროფესორი სოციოლოგიის მიმართულებით
  • ზარინა ბურკაძე - ასოცირებული პროფესორი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით
  • ნინო ფავლებიშვილი - ასოცირებული პროფესორი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით
  • გიორგი გვალია - პროფესორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
  • გიორგი ოდოშაშვილი - პანელის მოდერატორი

დრო: 20 მაისი

წიგნის პრეზენტაცია - 11:00 საათი

პანელური დისკუსია - 11:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები