ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017

ღონისძიებები

15 დეკემბერს,19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი თამაზ თოხაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „უთანხმოების ეპისტემოლოგია“.

უთანხმოების ეპისტემოლოგია ახალი და დინამიკური მიმართულებაა ანალიზურ ფილოსოფიაში, რომლის ცენტრში არის კითხვები უთანხმოების ეპისტემოლოგიური ღირებულების შესახებ: რამდენად რაციონალურია კონტროვერსიულ საკითხებზე მყარი პოზიციის დაჭერა? როგორ გავლენას უნდა ახდენდეს უთანხმოება რაციონალური აგენტის რწმენით სისტემაზე? არის თუ არა უთანხმოების ფაქტი მტკიცებულება, რომ სადავო რწმენა ირაციონალური ან სუბომტიმალურია?

დრო: 15 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5

დასწრება თავისუფალია.

ბანერები