ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში 2017

ღონისძიებები

11-18 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 11 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) გაიხსნება და 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

11 დეკემბერს, 18:00 საათზე კვირეულს გახსნის და 2017 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია „ილიას მედლით“ დააჯილდოვებს მეცნიერებს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ჯილდო 2017 წელს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ილიას ორმაგ იუბილესთან დაკავშირებით დაწესდა და ყოველწლიური იქნება.

11-18 დეკემბერს საკუთარ სამეცნიერო კვლევით პროექტებს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები. სულ 23 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

დეტალური განრიგი

11 დეკემბერი, E 207 აუდიტორია

 

ინსტიტუტი

აქტივობა

18:00 საათი

 

• გახსნა 
• მეცნიერთა ილიას მედლით დაჯილდოება უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის გავითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
ვრცლად...

• 2017 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში
მომხსენებელი: რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე

19:00 საათი

ბოტანიკის ინსტიტუტი

მოხსენება: ეთნობოტანიკური კვლევები საქართველოში
მომხსენებელი: პროფესორი ზაალ კიკვიძე
ვრცლად...

19:30 საათი

 

 

ფურშეტი 


12 დეკემბერი, E 207 აუდიტორია

 

ინსტიტუტი

აქტივობა

18:00 საათი

ზოოლოგიის ინსტიტუტი

მოხსენება: ენტომოპათოგენური ნემატოდები (ეპნ) საქართველოს უმთავრესი მავნე მწერების ბიოკონტროლში
მომხსენებელი: მკვლევარი ოლეგ გორგაძე
ვრცლად...

18:30 საათი

ეკოლოგიის ინსტიტუტი

მოხსენება: ცხოვრება მცენარეთა გავრცელების ზედა ზღვარზე: სტრუქტურული და ფუნქციური ასპექტები
მომხსენებელი: პროფესორი ოთარ აბდალაძე
ვრცლად...

19:00 საათი

ეკოლოგიის ინსტიტუტი

მოხსენება: მგლისა და ტურის პოპულაციების სტრუქტურა, ისტორიული და თანამედროვე გავრცელება საქართველოში
მომხსენებელი: პროფესორი ნათია კოპალიანი
ვრცლად...

19:30 საათი

ეკოლოგიის ინსტიტუტი

მოხსენება: სახეობათა წარმოქმნა და უსქესო გამრავლება - კლდის ხვლიკების ფენომენი
მოხსენება: ადამიანის გენეტიკა კავკასიაში: დიდი კავკასიონის მოსახლეობა თითქმის არ შეცვლილა ზედა პალეოლითიდან
მომხსენებელი: პროფესორი დავით თარხნიშვილი
ვრცლად...


13 დეკემბერი, E 207 აუდიტორია

 

ინსტიტუტი

აქტივობა

18:00 საათი

ბიოფიზიკის ინსტიტუტი

მოხსენება: კვადრუპლექს-პრაიმერული ამპლიკაციის თერმოდინამიკა
მომხსენებელი: მკვლევარი დავით გვარჯალაძე
ვრცლად...

18:30 საათი

თეორიული ფიზიკის
ინსტიტუტი

მოხსენება: ნეიტრონის მასათა გენერაცია
მომხსენებელი: ასისტენტ-მკვლევარი ლუკა მეგრელიძე
ვრცლად...

თეორიული ფიზიკის 
ინსტიტუტი

მოხსენება: გამორჩეული ნეიტრონული ვარსკვლავების რენტგენულ-სპექტრული ანალიზი
მომხსენებელი: ასისტენტ-მკვლევარი ნათია კევლიშვილი
ვრცლად...

19:00 საათი

ქიმიური ბიოლოგიის
ინსტიტუტი

მოხსენება: მიო-ინოზიტოლის ანტიეპილეპტოგენური მოქმედების შესწავლა
მომხსენებელი: პროფესორი რევაზ სოლომონია
ვრცლად...

19:30 საათი

ქიმიური ბიოლოგიის 
ინსტიტუტი

მოხსენება: H-Ras ცილის პოსტტრანსლაციური მოდიფიკაცია ჰიპოქსიის დროს
მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი თამარ ბარბაქაძე
ვრცლად...


14 დეკემბერი, E 207 აუდიტორია

 

ინსტიტუტი

აქტივობა

18:00 საათი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი

მოხსენება: სეისმური მონიტორინგის სისტემები საქართველოში
მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი, თეა გოდოლაძე
ვრცლად...

18:30 საათი

გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

მოხსენება: ქართულ-ირანული ურთიერთობები (ისტორია, პოლიტიკა, კულტურა, მეცნიერება)
მომხსენებელი:  მკვლევარი ნიკოლოზ ნახუცრიშვილი
ვრცლად...

19:00 საათი

ე.ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური
ობსერვატორია

მოხსენება: კოსმოსური ტურბულენტობა ადრეული სამყაროდან დღემდე
მომხსენებელი: მკვლევარი ალექსანდრე თევზაძე
ვრცლად…

ე.ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური 
ობსერვატორია

მოხსენება: რიეგერის ტიპის პერიოდულობა მზის აქტიურობაში და მზის შიდა ფენების სეისმოლოგია
მომხსენებელი: ასოცირებული მკვლევარი ეკა გურგენაშვილი
ვრცლად…

19:30 საათი

ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი

მოხსენება: ჯვარედინი ჯგუფური რგოლების ალგებრული
K-ფუნქტორების შესახებ

მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი გიორგი რაქვიაშვილი
ვრცლად…

 

ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი

მოხსენება:  „დრეკადობის თეორიის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურისმქონე მასალებისათვის“.
მომხსენებელი: პროფესორი მერაბ სვანაძე
ვრცლად…


15 დეკემბერი, E 207 აუდიტორია

 

ინსტიტუტი

აქტივობა

18:00 საათი

ბავშვის განვითარების
ინსტიტუტი

მოხსენება: ფონოლოგიური განვითარების თავისებურებები ქართულ ენაში
მომხსენებელი: თამარ შკაბულიანი, ასოცირებული პროფესორი ნინო ცინცაძე, თეონა დამენია
ვრცლად...

18:30 საათი

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია”

მოხსენება: აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლისას მეხსიერების კვალის შენარჩუნება ვირთაგვებში
მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ონიანი
ვრცლად...

19:00 საათი

სავლე წერეთლის
ფილოსოფიის ინსტიტუტი

მოხსენება: უთანხმოების ეპისტემოლოგია
მომხსენებელი: მკვლევარი თამაზ თოხაძე
ვრცლად...

19:30 საათი

დიმიტრი უზნაძის
ფსიქოლოგიის ინსტიტუტი

მოხსენება: წინარწმენის მრავალფეროვანი ბუნება მომხსენებელი: ასოცირებული მკვლევარი ირინა ვარდანაშვილი
ვრცლად...


18 დეკემბერი, E 207 აუდიტორია

 

ინსტიტუტი

აქტივობა

18:00 საათი

ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი

მოხსენება: კვლევები ციფრულ ეპოქაში
მომხსენებლები: პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, პროფესორი თამარ მახარობლიძე, ასოცირებული პროფესორი ირინა ლობჟანიძე, ასისტენტ-მკვლევარი თამარ კალხიტაშვილი
ვრცლად...

18:30 საათი

პოლიტოლოგიის ინსტიტუტი

მოხსენება: 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში
მომხსენებელი: ასისტენტ-მკვლევარი გიორგი მელიქაძე
ვრცლად...

19:00 საათი

დემოგრაფიისა და
სოციოლოგიის ინსტიტუტი

მოხსენება: საქართველოს უახლესი დემოგრაფიული ვითარება
მომხსენებელი: ასისტენტ-მკვლევარი შორენა წიკლაური
ვრცლად...

19:30 საათი

სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი

მოხსენება: მიუსტერის კომუნა როგორც “ისტორიის გაკვეთილი”: კრიტიკული რეფლექსია ისტორიის რეცეფციის საკითხზე
მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი ლუკა ნახუცრიშვილი
ვრცლად...

 
ბანერები