ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში - საქართველოში ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების საჯარო ლექციები

ღონისძიებები

ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, ევროპის დღისა (5 მაისი) და ევროკავშირის დღის (9 მაისი) აღსანიშნავად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო ლექციების ციკლზე.

კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს საქართველოში, რომლებიც ჩაატარებენ საჯარო ლექციებს ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებზე.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ბ-ნი იანოშ ჰერმანის, მოხსენება თემაზე: 
„ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა“ / „EU - Georgia Cooperation“ 
დრო: 5 მაისი, 1​1:00 საათი
ადგილმდებარეობა: A 101

საქართველოში ესტონეთის ელჩის, ბ-ნი პრიიტ ტურკის, მოხსენება თემაზე: 
„ევროკავშირში ესტონეთის ინტეგრაციასთან დაკავშირებული მითები და რეალობა“ /„Myths and Realities in Estonia’s EU integration“
დრო: 6 მაისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: A 101

საქართველოში სლოვაკეთის ელჩის, ბ-ნი რუდოლფ მიხალკას, მოხსენება თემაზე:
„სლოვაკეთის ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოცდილება და საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზა“ /„Slovak Experience of the EU Integration and Georgia’s Euro-Atlantic way“
დრო: 7 მაისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106

საქართველოში შვეიცარიის ელჩის, ბ-ნი გიუნტერ ბეხლერის, მოხსენება თემაზე: 
„როგორ შევძინოთ სტაბილურობა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას“ / “How to stabilize the European Security Architecture ” 
დრო: 8 მაისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106

ლექციების სამუშაო ენაა ინგლისური ( უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი ქართულად)

დასწრება თავისუფალია. 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები