ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

5 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, ევროპის დღისა (5 მაისი) და ევროკავშირის დღის (9 მაისი) აღსანიშნავად, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იანოშ ჰერმანი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა“  / „EU Georgia Cooperation“.

იანოშ ჰერმანი დაიბადა 1952 წლის 11 მარტს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. 1975 წელს დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსკოვში და იმავე წელს დაიწყო მუშაობა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1990 და 1991 წლებში გაიარა სადოქტორო პროგრამები პოლიტიკური კომუნიკაციის სფეროში. სხვადასხვა წელს იყო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიაში; ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნორვეგიასა და ისლანდიაში, პოლიტიკური დირექტორის მოადგილე ევროკომისიაში. გარდა მშობლიური უნგრულისა, იანოშ ჰერმანი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და რუსულ ენებს. იანოშ ჰერმანს გამოქვეყნებული აქვს არაერთი კვლევა თუ სტატია საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. იანოშ ჰერმანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია 2014 წლიდან.

დრო: 5  მაისი, 1​1:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)
სამუშაო ენა: ინგლისური ( უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი ქართულად) 

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები